3
Nov
2017

მეფე წვერის გარეშე – Burger King-ის კამპანია #KingstacheChallenge

3 Nov 2017

Elit Electronics
Elit Electronics


უცნაურია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, დალაქს თვით Burger King-ის მეფე ეწვია და თავისი სახასიათო წვერი სულ გაიპარსა. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Movember-ის კამპანიაში ჩაერთო, რომლის მიზანიც მამაკაცებში პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა. თავად კამპანიის უცნაური სახელწოდება ორი სიტყვის, Moustach-ისა და November-ისგან შეიქმნა, რადგან სწორედ ეს თვე მოიაზრება, როგორც ამ დაავადებასთან ბრძოლის პერიოდი. Burger King-მა, კამპანიის ფარგლებში, მამაკაცები წვერის გაპარსვასა და ქველმოქმედებაში გამოიწვია, როგორც მეფემ, პირველი ნაბიჯი თავად ბრენდის სახემ გადადგა. გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, მამაკაცებმა თავიანთი ახალი ვიზუალის დამადასტურებელი ფოტო ინტერნეტსივრცეში #KingstacheChallenge-ით უნდა გაავრცელონ.

 

განხილვა