in ,

საკუთარი რესტორანი საახალწლო საჩუქრად! – Burger King-ის სიურპრიზი ერთგული მომხმარებლისთვის

რა შეიძლება სთხოვოს Burger King-ის მოყვარულმა ადამიანმა ახალ წელს სანტას საჩუქრად? როგორც ჩანს, ზოგს აქვს გამბედაობა, ინატროს პირადი რესტორანი. ერთი შეხედვით ეს ცოტა წარმოუდგენელია. თუმცა, ისეთ ერთგულ მომხმარებლებს, როგორიც Sullyvan K-ია ბრენდი ამ სურვილსაც კი უსრულებს. Burger King-ის Facebook გვერდზე  Sullyvan K მთელი წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური მომხმარებელი იყო, მან დაახლოებით 637 კომენტარი და უამრავი ფოტო თუ პოსტი მიუძღვნა კვების საყვარელ ობიექტს. სწორედ ამიტომ, Burger King-მა ერთგულებისთვის მადლობის გადახდა გრანდიოზულად გადაწყვიტა. თავის ერთ-ერთ რესტორანს, რომელიც Sullyvan K სახლთან ყველაზე ახლოს მდებარეობს მისი სახელი დაარქვა,  პარკინგზე ინდივიდუალური ადგილი გამოუყო, Whopper-ის პირადი შეფუთვა მოუმზადა, სამეფო მაგიდაც დაუთმო და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში უფასო მომსახურებაც აჩუქა. ამ არაჩვეულებრივი სიურპრიზის მომზადებაში Burger King-ს სააგენტო Buzzman დაეხმარა. 

BOG
BOG

 

PriceLab – ფასების შედარების სერვისი საქართველოშიც გამოჩნდა!

„ჰეფესტო“ – ქართველი არქიტექტორის შემოქმედებითი სტარტაპი