სწრაფი კვების რესტორნების ქსელი “ბურგერ კინგი” მთელი კვირაა აქტიურად ესხმის თავს “მაკდონალდსს”. სარკასტული ბილბორდი, “Real Meal”-ის კამპანია, ახლა კი, კონკურენტის დაცინვა ძველი იმ ფოტოებით გადაწყვიტა, სადაც კლოუნები ბავშვებთან ერთად არიან გადაღებული. ოღონდ, ეს სიტუაცია ბავშვებისთვის სახალისო სულაც არ არის – ყველა კადრში კლოუნებისგან შეშინებული პატარა ტირის. კამპანიის გზავნილია: “დაბადების დღეები ბავშვებს უნდა აბედნიერებდეს”. ამგვარად, “ბურგერ კინგმა” მომხმარებლებს მიანიშნა, რომ უმჯობესია ბავშვებს დაბადების დღე მათთან გადაუხადონ, ვიდრე კლოუნ რონალდ მაკდონალდისგან შეშინებულები ტიროდნენ. კამპანიაზე სააგენტომ LOLA MullenLowe იმუშავა.
“ბურგერ კინგმა” ახალი კამპანიით “მაკდონალდსს” ისევ დასცინა…
