in

სენდვიჩები, რომლითაც, შესაძლოა, ყბები იღრძოთ – Burger King-ის კამპანია 

სენდვიჩები, რომლის ჭამითაც, შესაძლოა, ყბები იღრძოთ – ასე წარადგინა Burger King-მა 2 ახალი პროდუქტი – Mega Stacker და Whopper.

BOG
BOG

 

გამოცემა Drum-ის ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური პოსტერები – მომხმარებლებს გადაუღეს რენტგენის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ახალი სენდვიჩის ჭამისას, მათ ტრამვები მიიღეს. ამ კამპანიით, ბრენდი ყველას აფრთხილებს –  სენდვიჩები იმდენად დიდია, რომ თავისუფლად შეიძლება, ვინმემ, ყბები იღრძოს ან სხვა სახის დაზიანება მიიღოს. პროექტის ავტორი სარეკლამო სააგენტო David SP (Brazil)-ია.

„ჩვენ გაგაფრთხილეთ, რომ [ახალი სენდვიჩი] ძალიან დიდი იყო“ – ეს კამპანიის სლოგანია. რენტგების ფოტოებზე კი უკვე დაზარალებული მომხმარებლების სიტყვებია დატანილი: „Burger King-ში ყბა ვიღრძე“, „მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც სენდვიჩ Whopper-ის ჭამისას ყბა იღრძო“ და ა.შ.

 

ამბავი პეტრე ოცხელზე..

ლუდის რეკლამაში, ჯეფ ბრიჯესი ხიდის ფუნქციას ასრულებს