Burger King-ში ხელოვნური ხორცისგან დამზადებული ბურგერი გაიყიდება. როგორც თავად ამბობენ, მიზეზი ვეგეტარიანულ საკვებზე მოთხოვნის ზრდა და ბუნებრივია, კომპანიას მომხმარებლების მაქსიმალურად დაკმაყოფილება სურს. ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელში, ახალი პროდუქტი, 2019 წლის ბოლომდე გამოჩნდება. ინფორმაციას გამოცემა The Verge ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ექსპერიმენტი – კომპანიამ ვეგეტარიანული ბურგერ(ებ)ის დამზადება აპრილის დასაწყისში აშშ-ის რამდენიმე შტატში დაიწყო. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, წლის ბოლომდე, სიახლე ქვეყნის ყველა რეგიონში დაინერგება.
„ახალ ბურგერში 15%-ით ნაკლები ცხიმი და 90%-ით ნაკლები ქოლესტერინი იქნება. როგორც Burger King-ში ამბობენ, ვეგეტარიანული ბურგერის გემო იმდენად ახლოს იქნება ჩვეულებრივთან, რომ მომხმარებელი განსხვავებას, თითქმის, ვერ იგრძნობს. მათივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტი ერთ დოლარზე მეტი ეღირება.
Burger King, საქართველოში, 2013 წელს გაიხსნა და ამ დროისთვის ბრენდს ფილიალები „თბილისი მოლსა“ და „გალერეა თბილისში“ აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, გაიყიდება თუ არა აქ ხელოვნური ხორცისაგან დამზადებული ბურგერი.









