in

Burger King „სხვა ადამიანების” სიტუაციებს დასცინის

ბილბორდების სერია „ჭკვიან ადამიანებს აქვთ ჩვენი აპლიკაცია მიგვანიშნებს იმაზე, რომ გონიერი ადამიანები Burger King-ის აპლიკაციას იწერენ. ხოლო დანარჩენები ხშირად სულელურ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, რისი ავტორიც ამჯერად Burger King-ია. 

დიახ, კომპანია დასცინის იმას, რასაც სხვები აკეთებენ. ავტობუსის გაჩერებაზე მდებარე პოსტერზე აღნიშნულია: სხვა ადამიანებმა, რომლებიც ამ რეკლამას კითხულობენ, ახლახან გამოტოვეს ავტობუსი და ისინი სადილისთვის სახლში ვერ მიასწრებენ. ჭკვიანებს კი, რა თქმა უნდა, Burger King-ის აპლიკაცია აქვთ. მეორე ხუმრობა კი ეხება იმას, თუ როგორ უკრავენ ადამიანები ტაშს თვითმფრინავის დაშვებისას, ხოლო მესამე იმას, რომ სხვები ყალბ სათვალეს ატარებენ

BBH-ის მიერ შექმნილი სერიები მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ჩვენ კი თუ სულელურ სიტუაციაში აღმოჩენა არ გვინდა, ისღა დაგვრჩენია, Burger King-ის აპლიკაცია გადმოვწეროთ.

რა არის დეჟა ვუს ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზი? — კვლევა

Eas Fors — მატყლისა და ჩანჩქერის ინსპირაციით შექმნილი ბრენდის იდენტობა