Burger King-მა გადაწყვიტა, რომ დესერტების შესაქმნელად ხელოვნური ინგრედიენტები აღარ გამოიყენოს. მან ნატურალური პროდუქტებით შექმნა ნაყინი, რომელსაც PooP ემოჯის ფორმა აქვს. ნაყინის საპრეზენტაციოდ, სააგენტო David São Paulo-ს მიერ შექმნილი კამპანიის მთავარი სათქმელია, რომ სჯობს, საკვები გარეგნულად არ იყოს მადისაღმძვრელი, ვიდრე მისი შემადგენელი ინგრედიენტები ადამიანებს აზიანებდნენ – PooP ფორმა სჯობს PooP შემადგენლობას.
Burger King-ის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მისი საკვები ხელოვნური ინგრედიენტებისგან 100%-ით დაიცალოს. PooP ემოჯის ფორმის ნაყინი, კომპანიის გადაწყვეტილების ერთ-ერთი გამოხატულებაა.












