Burger King-ს მორიგი გამოწვევა და ამჯერად კიდევ უფრო პროვოკაციული აქტივობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ McDonald’s კონკურენტის ყველა მავნე ონავრობას სრული სიმშვიდითა და დუმილით ხვდება, ეს უკანასკნლი მაინც აქტიურად განაგრძობს “მხიარულებას”. ამჯერად, Burger King-მა საჩუქრის ჩუქება გადაწყვიტა და McDonald’s-ს ბურგერებისთვის თავისი საუკეთესო გრილი მიართვა. რა თქმა უნდა, მიტანის სერვისზეც გრანდიოზულად იზრუნა და ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდა.