26
Oct
2017

გემრიელი Whopper-ი ყველას, ვინც ჰელოუინის ღამეს ჯამბაზის ფორმას მოირგებს – Burger King-ი პროვოკაციას განაგრძობს 

26 Oct 2017



როგორც ჩანს, Burger King-მა ჰელოუინი თავის პირად ოფიციალურ დღესასწაულად აქცია, რომლის ფარგლებშიც ის McDonald’s-ს კვლავ პროვოკაციულად იწვევს. ამ ფაქტს, ბრენდის გასული წლის კოსტიუმიც ნათლად მოწმობს. ამჯერად, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა მომხმარებელს ძალიან ორიგინალური შეთავაზება გაუკეთა, ყველა, ვინც ჰელოუინის ღამეს Burger King-ის ნებისმიერ ფილიალს ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილი ესტუმრება, კომპანიისგან საჩუქრად გემრიელ Whopper-ს მიიღებს. კამპანია #ScaryClownNight 31 ოქტომბერს გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიაში, შვედეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიასა და არგენტინაში გავრცელდება. დიდი ალბათობით, წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ფორმა და სახე ჯამბაზი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Burger King-ი აქტიურად განაგრძობს McDonald’s-ის პროვოცირებას, რასაც ბოლოდროინდელი IT-ის პრემიერაც ადასტურებს, ამ უკანასკნელის მხრიდან, რეაგირება ჯერჯერობით, არ ყოფილა.

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] გაკეთებული არაჩვეულებრივი აქციებით, წინაზე ჯამბაზის ფორმაში მისულ უკლებლივ […]