15
Oct
2019

Burger King-ის ახალი drive-thru მორცხვი ადამიანებისთვის 

15 Oct 2019

Burger King-მა ფინეთში „ჩუმი drive-thru“ მომსახურება დანერგა. პროექტზე სწრაფი კვების რესტორნების ქსელი სააგენტო Superson-თან ერთად მუშაობდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი მომსახურება მარტივი და ძალიან პრაქტიკულია – მომხმარებელი იწერს სპეციალურ აპლიკაციას Restis. მისი საშუალებით უკვეთავს საკვებს და იხდის თანხას. შეკვეთას Burger King-ის სპეციალურ ზონაში იღებს, სადაც ასევე სიჩუმეა: მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს ვერბალური კომუნიკაცია არ სჭირდებათ.

Burger King Finland-ის მარკეტინგის დირექტორი ტონი ფლაიქტი ამბობს, რომ ფინელებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ, რადგან ისინი მორცხვი, ჩაკეტილები ხალხია და დიდად არ მოსწონთ უცნობებთან საუბარი, თუნდაც, საკვების ყიდვის დროს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ტიპის drive-thru სერვისი სწორედ ადგილობრივი მომხმარებლების ხასიათიდან გამომდინარე შექმნეს. თანაც, ახალი მომსახურებით სასურველი შეკვეთის მიღებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.

Burger King Finland-ის მარკეტინგის დირექტორი ტონი ფლაიქტი ამბობს, რომ ფინელებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ, რადგან ისინი მორცხვი, ჩაკეტილები ხალხია და დიდად არ მოსწონთ უცნობებთან საუბარი, თუნდაც, საკვების ყიდვის დროს. მისი თქმით, „ჩუმი drive-thru“ მხოლოდ ფინეთში იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა გათვალისწინებული.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ტიპის drive thru სერვისი სწორედ ადგილობრივი მომხმარებლების ხასიათიდან გამომდინარე შექმნეს. თანაც, ახალი მომსახურებით სასურველი შეკვეთის მიღებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.

 

განხილვა