მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულს უამრავი უპირატესობა აქვს, მაღალი ტემპერატურა და სიცხე მაინც ძალიან შემაწუხებელია. განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიც მაგალითად კუვეიტია. აქ ტემპერატურა ხშირად 50+ გრადუსსაც კი აღწევს. თუმცა, Burger King-მა კუვეიტის გაუსაძლის ტემპერატურას ორიგინალური დანიშნულება მოუძებნა. კომპანიამ თავისი რესტორნების სტუმრებს, სპეციალური დანადგარის საშუალებით, პირდაპირ მზის სხივებზე მომზადებული ვუპერები მიართვა.














