სწრაფი კვების გიგანტი Burger King ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელები თამაშისას ტაქტიკაზე კი არ საუბრობენ, არამედ გეგმავენ, რა უნდა ჭამონ.
უფრო კონკრეტულად, მედია კომპანია Buzzman-ის მიერ შემუშავებულ 20-წამიან ვიდეორგოლში ვხედავთ, როგორ განიხილავენ მწვრთნელი და ფეხბურთელები აღნიშნული სწრაფი კვების ობიექტის საჭმელების ჭამას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საკმაოდ კომიკური ხასიათი გასდევს, რადგან სახალისო წარმოსადგენია, ტუჩებზე ხელებაფარებული სპორტსმენები მართლა ასეთ „მწვავე“ დისკუსიაში რომ იყვნენ ჩართულნი… ყოველ შემთხვევაში, ბრენდმა ეფექტურად გამოიყენა ეს ნარატივი თავისი რეკლამირებისთვის და შესაძლოა, ასოციაციურად კოლექტიურ მეხსიერებაშიც ჩაგვებეჭდოს — აი, ნებისმიერ მსგავს მომენტზე ავტომატურად „ბურგერ კინგი“ რომ გაგვახსენდება…