სიკვდილმისჯილი პატიმრებისთვის კანონით მინიჭებული უკანასკნელი სურვილი, როგორც წესი, ცხოვრებასთან გამომშვიდობების ინდივიდუალური საშუალებაა. თუმცა, აქამდე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს სურვილი ამ უმკაცრესი განაჩენისგან თავის დახსნის უმარტივესი გზა იქნებოდა. მართალია, ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში Burger King და სააგენტო Buzzman საკმაოდ მძიმე, ამასთან საფრთხილო საკითხს შეეხნენ, მაგრამ ფაქტია შედეგი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა.












