30
Oct
2019

გადასახადების ქვითარი, როგორც ჰელოუინის ღამის კოშმარი

30 Oct 2019

Elit Electronics


ბოლო დროს, ბრაზილიაში კომუნალურების გადახდის ქვითარზე ხუმრობა ყველაზე აქტუალური გახდა და ეს შესაძლებლობა Burger King-მა ჰელოუინისადმი მიძღვნილ კამპანიაში კარგად გამოიყენა.

მოკლედ, ამ ქვეყანაში გადასახადების ყველაზე მეტად ეშინიათ და სააგენტო David Sao Paulo-მ ამოცანის კრეატიული გადაწყვეტა ასე იპოვა: Burger King მომხმარებლებს ფასდაკლების ვაუჩერს კართან უგდებს, როგორც კომუნალურების გადასახადის ქვითარს. რეალურად კი, ადამიანებს ამით ვუპერის კომბოს 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერში გადაცვლა შეუძლიათ. ვუპერის ქვითრის ნახვა ონლაინაც შესაძლებელია, რომლის QR კოდის დასკანირების შემთხვევაში, ქვითრის გამოყენებას შეძლებთ. ოღონდ წესი ასეთია: მას მხოლოდ 31 ოქტომბერს გამოიყენებთ.

გარდა ვაუჩერებისა, კამპანიის ფარგლებში, 40 წამიანი ვიდეორგოლიც შეიქმნა, სადაც ზომბები, ვამპირები, კლოუნებიც კი ვერაფერს გახდებიან 2019 წლის ჰელოუინის ყველაზე საშიშ მოვლენასთან – კომუნალურ გადასახადებთან. კლოუნი შემთხვევით არაა რეკლამაში ნახსენები, აქ Burger King-მა ძველი კამპანიაც გაიხსენა, სადაც მომხმარებლებს ჰპირდება, რომ ბავშვებს დაბადების დღეს კლოუნების გარეშე გადაუხდის, „მაკდონალდსისგან“ განსხვავებით, პატარებს რომ აშინებს.

არანაირი სულები, ვამპირები, თუ ზომბები – ესაა ყველაზე საშიში ჰელოუინი, რომელიც ბრაზილიელებს არასდროს დაავიწყდებათ, აცხადებენ სააგენტოს წარმომადგენლები.

განხილვა