“ბურგერ კინგის” აპლიკაცია მომხმარებლებს, ამერიკის “მაკდონალდსის” 14.000 რესტორანში, ვუპერის ერთ ცენტად შეკვეთის საშუალებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ ვუპერის ჩვეული ფასი $4-5-ია. უცნაურია, რა უნდა ვუპერს “მაკდონალდსში”? ყველა ნამდვილმა ამერიკელმა იცის, რომ ვუპერი Burger King-ში იყიდება. თუმცა, 4 დეკემბერს, მომხმარებლები “მაკდონალდსში” შევიდნენ და ვუპერი მოითხოვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს “ბურგერ კინგის” მორიგი ოინია. კამპანიაზე სააგენტომ FCB New York იმუშავა.