in

ვუპერის რეკლამა, ვუპერის გარეშე – Burger King-ის კამპანია

თუ აქამდე საკვების პოპულარიზაციისთვის პირდაპირ პროდუქტს გვაჩვენებდნენ, Burger King-მა ახალი სენდვიჩების რეკლამა, სენდვიჩების გარეშე გააკეთა. Whopper-ის, King’s Beef-ისა და მცენარეული Long Chicken-ის სენდვიჩების რეკლამებში, პროდუქტის ადგილი თავისუფალია, მხოლოდ ფასსა და სახელს ვხედავთ.

არ გეგონოთ, რომ აქ ვინმეს სურათის დამატება დაავიწყდა, Burger King-ის სენდვიჩები შეკვეთის დროს მზადდება და რადგან ჯერ არავის შეუკვეთავს, ბანერებზე ბრენდი უკვე გამზადებულ პროდუქტს ვერ გვაჩვენებს. მსგავსი ტექნიკით, კამპანია ჯერ არ არის მზად“, ჯანსაღი და ახალი პროდუქტების პოპულარიზაციას ცდილობს. 

კამპანიაზე Burger King-ის წამყვანმა სარეკლამო სააგენტომ Grabarz & Partner იმუშავა.

ჯანსაღი პროდუქტისთვის

2015 წლიდან Burger King მენიუდან ხელოვნური ინგრედიენტების ამოღებას ცდილობს. მიზნის მისაღწევად კი მრავალ კრეატიულ სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. Burger King-ის პროდუქტის სიჯანსაღის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა 2020 წლის ობიანი ვუპერის რეკლამა იყო, რომელშიც აჩვენეს თუ როგორ ფუჭდება ბურგერი, რომელსაც არ აქვს დანამატები.

3 კრეატიული სააგენტოს Ingo, David Miami-სა და Publicis-ის მიერ შექმნილმა გლობალურმა კამპანიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრენდი უარს ამბობს ყველა ხელოვნურ კონსერვანტზე.

გასულ წელს, იმავე მიზნით, რეკლამაში, კონსერვანტებს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. მოგვიანებით, 2021 წელს კი, მენიუდან 120 ხელოვნური ინგრედიენტის აკრძალვის შემდეგ, 3 „Keep it Real“ პროდუქტი შემოგვთავაზეს, რომელიც ცნობილი ადამიანების ნელის, ანიტას და TikTok ინფლუენსერის ლილ ჰადის მიერ, კონსერვანტების გარეშე, იყო დამზადებული.

ციფრული ხელოვნების სერია მომავლის სამყაროზე — “What if?”

BMW, M მოდელის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ძველ ლოგოსა და ფერებს უბრუნდება