გაფრთხილებთ, მიზოფონებს ეს არ მოგეწონებათ, თუმცა Burger King-ს უნდა მივანდოთ ჩვენთვის იმის დამტკიცება, რომ ზოგჯერ რეკლამებში გამოყენებული ყველაზე სასიამოვნო ხმა სლოგანი ან ჯინგლი კი არა, ჭამის ხმებია… ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება კი ბრენდმა ზედმეტი ხმოვანი ეფექტების, დატვირთული სიუჟეტებისა და ბრჭყვიალა ფოტოების გარეშე გადაწყვიტა. უბრალოდ კამერა მსახიობის წინ დადგა და რეალური ხმებით გვაჩვენა ბურგერის ჭამის გამოცდილება. ზუსტად ისე, როგორც ამას ინფლუენსერები აკეთებენ. თუმცა ეს Burger King-ია, რომელმაც ამ მარტივი იდეითაც ზედმეტი მონტაჟის გარეშე შეძლო უბრალო ჭამის მომენტის სპეტაკლად ქცევა, გაუფილტრავ, მოურიდებელ სანახაობად სამყაროში, რომელიც ხელოვნურმა ხმაურმა წალეკა:
კამპანიაზე ფრანგულმა სააგენტო Buzzman-მა იმუშავა.











