16
Jul
2019

გამოიცანი, ნამდვილია ეს ხორცი? – Burger King-ის თამაში

16 Jul 2019

“ბურგერ კინგი” შვედ მომხმარებლებს ახალ თამაშში იწვევს. კითხვა “ამ ბურგერში, ხორცი ნამდვილია თუ არა?” დამკვეთებს საგონებელში აგდებს. რესტორნების ახალი სენდვიჩს, როგორც “ბურგერ კინგში” ამბობენ, ნამდვილი ხორცისა და ქათმის გემო აქვს. გამოცნობის შემთხვევაში, კლიენტებს სენდვიჩებს ჩუქნიან. თუმცა, “ბურგერ კინგს”, “უხორცო ხორცთან” დაკავშირებით, არც ისე შორეულ წარსულში, არასასიამოვნო გამოცდილება აქვს – ნიუ-იორკში განთავსებული ღია რესტორნიდან ის ნამდვილ ვუპერებს ურიგებდა ვეგეტარიანული, ხელოვნური ხორციანი ბურგერის შემკვეთებს. ამჯერად, შეცდომის ასარიდებლად, “ბურგერ კინგმა” მენიუ ორ ნაწილად დაყო. პირველი ყოველდღიური ვერსიაა, მეორე კი 50/50-ზეა და მოიცავს როგორც ჩვეულებრივ, ისე მცენარეულ ფუძეზე დამზადებულ ბურგერებს.

შვედი მომხმარებლები, რომლებიც 50/50-ზე მენიუს აირჩევენ, მიიღებენ ან ახალ ვეგეტარიანულ კერძებს “Rebel Whopper” ან “Rebel Chicken King”-ს რესტორნისგან, ან ჩვეულებრივი ხორცის ბურგერებს. შემდეგ, მათ უნდა გამოიცნონ, შეიცავს თუ არა მათი ბურგერი ნამდვილ ხორცს. პასუხს მომხმარებლები მხოლოდ მაშინ იგებენ, როდესაც ბურგერის შეფუთვას “ბურგერ კინგის” აპლიკაციის საშუალებით დაასკანერებენ. მომხმარებლების უკუკავშირისა და პროგნოზების საფუძველზე, შეიქმნება ახალი რეკლამა, რომლის გამოშვებაც ამ ზაფხულს იგეგმება. კამპანია სააგენტო Ogilvy Ingo Stockholm-თან ერთად შეიქმნა.

განხილვა