in

შესაძლოა, Burger King-ის ვუპერი უკვე გამოყენებული კონტეინერიდან მიირთვათ

მართალია, ჩვენთვის ერთჯერადი კონტეინერების გამოყენება საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ Burger King ამას სხვა მხრიდან უყურებს… იგი გახდება პირველი სწრაფი კვების ობიექტი დიდ ბრიტანეთში, რომელიც მდგრად, მრავალჯერად კონტეინერებს გამოიყენებს. როგორც ამბობენ, მათი დაბრუნებაც კი შესაძლებელი იქნება. მეტიც, Loop-თან პარტნიორობით, ამ იდეის გამოცდა კომპანიამ უკვე 5 რესტორანში დაიწყო და ეს სექტემბრამდე გაგრძელდება. 

გვაინტერესებს, როგორ წარიმართება საცდელი პროცესი მომდევნო 5 თვის განმავლობაში და დაგვეხმარება თუ არა იგი  ჩვენი ქსელიდან პლასტმასის სრულად ამოღებაში, — ამბობს ნიკოლა პირსი, Burger King UK-დან.

ამ ყველაფერს Burger King ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად აკეთებს. ის მიზნად 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის 41%-ით შემცირებას ისახავს. 2050 წლისთვის კი ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების რიცხვი 0 უნდა იყოს. რაც შეეხება Loop-ს, იგი ბრენდებს ამ მიზნის მიღწევასა და ერთჯერადი მიწოდების ქსელიდან გამძლე მიწოდების ჯაჭვზე გადასვლაში ეხმარება.

ხოლო იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერების მოხმარება დაიწყონ, კომპანია მათ 1-დოლარიან დეპოზიტს სთავაზობს. როგორც ვარაუდობენ, ეს ერთჯერადი შეფუთვის მოხმარების შემცირებასაც შეუწყობს ხელს. კონტეინერების დაბრუნება მომხმარებლებს Loop-ის აპლიკაციით, შტრიხკოდის სკანირებითა და სპეციალურ ურნაში მოთავსებით შეეძლებათ. ეს უკანასკნელი კი Burger King-ის ობიექტების გარეთ იქნება მოთავსებული. ადამიანს, რომელიც უკვე გამოყენებულ ჭიქას დააბრუნებს, დეპოზიტი დაუბრუნდება. ჭიქა კი Loop-ის სპეციალური სისტემით გასუფთავდება და ხელახალი გამოყენებისთვის მზად იქნება.

გაეროს ანგარიში — კაცობრიობა „თვითგანადგურების გზას ადგას“

ედგარ დეგას „ბალერინას“ ჰოლოგრამა მსოფლიოში მოგზაურობს