7
Feb
2020

ბურგერი ყოფილის ფოტოს სანაცვლოდ! – ბურგერ კინგის ანტი-ვალენტინური შეთავაზება

7 Feb 2020

მანამ, სანამ ლამაზ-ლამაზი რესტორნები და კაფე-ბარები შეყვარებულებს ვალენტინობაზე თავიანთი ურთიერთობის გასალამაზებელ საღამოს ჰპირდება, ბურგერ კინგი ცდილობს, გულგატეხილი შეყვარებულები “განკურნოს”. როგორ? რასაკვირველია, ბურგერით! ამისათვის საჭიროა, გულნატკენმა ან უბრალოდ შურისძიებით შეპყრობილმა ადამიანებმა თავიანთი ყოფილების ფოტო ბურგერ კინგის ფილიალში მიიტანონ და ისინი სანაცვლოდ ვოპერს მიიღებენ. ზოგიერთ ფილიალში შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის მიტანა – წერილის, სამოსის და ა.შ

კამპანიის შთაგონება DC-ის ახალი ფილმიდან Birds of Prey მოვიდა, რომელშიც მარგო რობის პერსონაჟი გულნატკენია. ამიტომაც, ბურგერ კინგმა გადაწყვიტა Warner Bros-თან ითანამშრომლოს და ვალენტინობის დღეს ანტი-ვალენტინობის დღე აღნიშნოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო შეყვარებულს დაშორდა.

განხილვა