in

„ბურგერი, რომელიც შეიძლება არ არსებობდეს“ — McDonald’s-ის ახალი კამპანია

გასულ კვირაში, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძრის შედეგად, ესპანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ვალენსიაში უამრავი ფერმა განადგურდა. ტყის ხანძარი, რომელმაც 47 000 ჰექტარი მიწა გაანადგურა, რამდენიმე დღე გაგრძელდა.

ამასთან დაკავშირებით, McDonald’s-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რათა ფერმერების მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოეხატა. რეალურად, სწორედ ისინი წარმოადგენენ საკვები ობიექტის მიწოდების ჯაჭვის განუყოფელ ნაწილს. კამპანიის ფარგლებში სიმბოლური, „არარსებული ჰამბურგერი“ შეიქმნა.

სულ რაღაც 1 ევროდ მომხმარებელს შეეძლება, ეს არარსებული პროდუქტი შეუკვეთოს — ანუ, „ჰამბურგერი, რომელიც შეიძლება არ არსებობდეს“. შემოსული თანხა დაზარალებულ ფერმერებს გადაერიცხებათ, რათა დაკარგულ მოსავალთან დაკავშირებული გადასახადები შეძლებისდაგვარად აანაზღაურონ.

მენიუს უხილავი ელემენტი ნახშირის შავ ყუთშია რეკლამირებული — ის შორს არის იმ სახალისო შეფუთვისგან, რომელსაც ადამიანები მაკდონალდსისგან არიან შეჩვეულნი. გარდა ამისა, კომპანია 50 000 ევროს სწირავს კობადუს საკვების ქარხნას, რადგან ის ესპანეთის ქალაქთან ახლოსაა.

„როგორც კომპანიის, ჩვენი პასუხისმგებლობაა, უფრო ახლოს ვიყოთ იმ საზოგადოებებთან, რომლებსაც ვემსახურებით…. მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს. ასევე, მინდა, ჩვენს ყველა კლიენტს და მთლიანად საზოგადოებას მივმართო, რომ ამ მოძრაობას შეუერთდეს“, — ამბობს ესპანეთის მაკდონალდსის პრეზიდენტი ლუის კვინტილიანო.

M&M’s-ის ტკბილეულზე NFT მაიმუნები დაახატეს

Aflac-ის იხვი მოულოდნელი სამედიცინო დავალიანებებისგან გიხსნით