in ,

გემრიელი ბურგერი, მხედველობის შემოწმების სანაცვლოდ – Nikon-ის სასარგებლო კამპანია

შეიძლება აქამდე არც იცოდით, მაგრამ ფოტოაპარატებისა და ობიექტივების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი Nikon-ი, მხედველობის სათვალეებისთვის შუშებსაც ამზადებს, თან ძალიან ხარისხიანს. ბრენდმა თავისი არც თუ ისე პოპულარული პროდუქტისთვის ისეთი სარეკლამო კამპანიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც მომგებიანის გარდა, სასარგებლოც იქნებოდა. ამაზე სააგენტო Altmann+Pacreau-მ იზრუნა და ბრენდის სახელით ქუჩაში ძალიან უცნაური Vision Food Truck დადგა. ეს იყო Nikon-ის ფურგონი, სადაც მხედველობის შემოწმებასთან ერთად, მომხმარებელს გემრიელი ბურგერებით უმასპინძლდებოდნენ. თუ, სპეციალურ ტაბულაზე, მომხმარებელი საჭირო რაოდენობის ასოების ამოიკითხვას მოახერხებდა, საჩუქრად გემრიელი ბურგერი გადაეცემოდა. ხოლო ის, ვისაც ასოების წაკითხვა უჭირდა, უფასოდ იმოწმებდა მხედველობას. 10 საათის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მდე ადამიანმა შეიმოწმა მხედველობა და გემრიელადაც მიირთვა.

BOG
BOG

 

#თაობა – გიორგი რუსია: FlowFlow Magazine ახალი ჰიპ-ჰოპ არტისტების აღმოჩენაზეა ორიენტირებული

Presence – ქართველი წყვილის სტარტაპი, რომელიც მომხმარებელთა იდეებს ეფუძნება