in

როცა სრული ქაოსის ფონზეც კი მძღოლი მშვიდი და მხიარულია – Mitsubishi ASX-ის სახალისო ვიდეორგოლი

მაშინაც კი, როდესაც სამყარო განადგურების საფრთხის ქვეშ არის, ქალაქები ინგრევა და გარშემო სრული ქაოსია, ახალი Mitsubishi ASX-ის მძღოლი თავს ძალიან მშვიდად,  უსაფრთხოდ, უდარდელად გრძნობს, ამასთან, მადასაც არ უჩივის. ბრენდმა თავისი ბოლო ავტომობილისთვის სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, სადაც ახალი მოდელის მფლობელი, სრული პანიკის ფონზე, მხიარულად მღერის და საყვარელი ბურგერისკენ დიდი მონდომებით მიიწევს. ამ  საინტერესო და სპეცეფექტებით მდიდარი სანახაობის შექმნაზე, სააგენტო Africa-მ იზრუნა. მართალია, ახალი ავტომობილის მძღოლებს მსგავსი დაბრკოლებების გადალახვა რეალურ ცხოვრებაში არ მოუწვეთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მანქანა დაცული, სწრაფი, მარტივად მანევრირებადი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია.

BOG

 

დიდი წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა! – BP-ის ვიდეორგოლი პარასპორტსმენ რიჩარდ უაითჰედზე

რა ზიანი მოაქვს მძღოლების გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას? – Audi-ს პრინტ კამპანია საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ