in

რა გეგმები აქვს BurgerKing-ს საქართველოში?! მარკეტერის ექსკლუზიური ინტერვიუ

burgerking

15 თებერვალს “თბილისი მოლში” ბურგერკინგი გაიხსნება.  აეროპორტის შემდეგ დედაქალაქში ამერიკული ჰამბურგერის  შესაძენად ეს უკვე მეორე ადგილია.

burgerkingსაქართველოში “ბურგერკინგის” წარმომადგენელი ომერ ილმაზი, მარკეტერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში  ამბობს, რომ პირველი ფილიალი საკმაოდ კარგად მუშაობს. თუმცა, კონკრეტული სტატისტიკა არ გააჩნია.  ის ამავე ბრენდს წარმოადგენს თურქეთში.  მისი  თქმით, იქ საკამოდ წარმატებულია სწრაფი კვების ობიექტი და  საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდება.

“თბილისში “ბურგერკინგის გახსნაზე მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა. მოლაპარაკება პირდაპირ ამერიკულ მხარესთან იყო.  საქართველოს შემდეგ ვაპირებთ აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლას”

“ბურგერკინგს” დაბალი სეგმენტისათვის გათვლილი პროდუქტი არ აქვს. ომერ ილმაზი ამბობს, რომ სავარაუდოდ ერთი მენიუ 11 ლარი ეღირება. თუმცა,  ფასი ჯერ-ჯერობით ზუსტად გასნაზღვრული არ არის.  ერთი მენიუს ფასი  , რომელშიც ჰამბურგერი, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი და “ფრი” შედის,  ამერიკაში 7  დოლარამდეა.ბურგერკინგის მენიუ

ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილები მათი  რესტორანისთვის სპეციალურად შეირჩა. ომერ ილმაზის თქმით,  ამერიკაშიც ძირითადად ხალხმრავალ ადგილებშია. თბილისში “ბურგერკინგის” ძველი და მალე უკვე ახალი რესტორანი ქალაქგარეთ  იქნება.

თუმცა, ეს მათი სტრატეგიის ერთადერთი მიმართულება  არ არის. ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამომავლოდ ფილიალის გახსნას კოსტავასა  და მარჯანიშვიილის ქუჩებზე გეგმავენ.

ერთ-ერთი სავარაუდო ადგილი მარჯანიშვილზე “მაკდონალდსის”  მოპირდაპირე შენობაა. მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.  თუმცა, აღიარებენ რომ “ბურგერკინგის”  ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ  მაკდონალდსია.

“ჩვენ დიდი  სავაჭრო ნიშანი გვაქვს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ სხვა ბრენდებს. თურქეთში , ქვეყნის მასშტაბით,  800 “ბურგერკინგის” და 110 “მაკდონალდსის” რესტორიანია. თუმცა, ჩვენი ბრენდი საგრძნობლად იზრდება. ამიტომ ვთვლით, რომ საქართველოში ძალიან წარმატებული  იქნება ჩვენი ბიზნესი”-ამბობს ომერ ილმაზი.

მთავარი კი რითიც ბრენდი  კონკურენტებზე “გამარჯვებასა” და წარმატებას გეგმავს , მათი პროდუქტის სიდიდე, ხარისხი და  გემოა.

ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის რა სახის  სარეკლამო კამპანია ექნება “ბურგერკინგის” გახსნას,  ან როგორ ნაბიჯებს გადადგამენ სამომავლოდ ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა არც აქამდე ყოფილა.

ზოგადად, დეტალებზე საუბრისგან “ბურგერკინგის” წარმომადგელნები თავს იკავებენ და ამბობენ, რომ, ამ ეტაპზე ,  ყველაზე მნიშვნელოვანი “თბილისი მოლში” ფილიალის გახსნაა.

წაიკითხეთ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი ადგილიდან!

ანტონიო ბანდერასი

ანტონიო ბანდერასი ვრიგლის ახალ რეკლამაში