როდესაც საქმე ისეთ უგემრიელეს ბურგერთან გვაქვს, როგორიც KFC–ის Stacker–ია, თან მითუმეტეს გაუმჯობესებული და გაორმაგებული ინგრედიენტებით, მაშინ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ და მეზობლის ფანჯრიდან საეჭვოდ მომზირალი შავი კატისაც კი უნდა გვეშინოდეს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კატაა, სინამდვილეში კი ნამდვილად სახიფათო ცხოველი, რომელმაც თავისი მეექვსე გრძნობით Stacker–ის სუნი და არომატი კილომეტრების დაშორებით იგრძნო და ახლა კლანჭებალესილი მის მოსანადირებლადაა გამოსული. KFC–იმ მომხმარებელს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაუკეთა და რაც მთავარია, მისთვის ძალიან სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა.
https://www.youtube.com/watch?v=KUPR6yvGWww












