in

ოფისი, რომელზეც ახლა ყველა იოცნებებდა

იგორ ლილის “დაფარული სტუდია” მწვანე გაზონში ჩაძირულ ოფისს წარმოადგენს რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ საცხოვრებელ რეზიდენციაში. ოფისი შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს არ ეგონოს, ის სახლიდან მუშაობს – მას ხომ მიწის ქვეშ, სახლიდან მოშორებით, თუმცა, ამავდროულად, სახლთანვე უწევს მუშაობა. ოფისის ამგვარი დიზაინის შექმნის მიზანი იყო ის, რომ საცხოვრებელი სახლის ფასადზე გავლენა არ მოეხდინა.

BOG
BOG

44 კვადრატული მეტრის ფართობის ოფისში განთავსებულია: შეხვედრების მაგიდა, სამუშაო მაგიდა ორი ადამიანისთვის, მიკრო სამზარულო, საჭირო ოთახი და მცირე გარე სივრცე. ოფისი იკეტება ალუმინის და შუშის კარით, მისი იატაკი და ჭერი ხით არის დაფარული, ხოლო კედლებს ბეტონის ბლოკები წარმოადგენს. გარე სივრცეს აქვს წვიმის წყალშემკრები ბადე, რომლის საშუალებითაც შეგროვებული წყალი საჭირო ოთახისკენაა მიმართული.

“სნექებისგან” და სხვა არარელევანტური მასალისგან შექმნილი სახუმარო ტანსაცმელი

პირბადე, რომელიც დისტანციას თავისთავად უზრუნველყოფს