in

დაწვით „ბრენდბუქები“ და ყველაფერი უფრო კრეატიული გახადეთ

როგორც წესი, „ბრენდბუქები“ ბრენდის სტრატეგიის, მიმართულებისა და მომავლის შესახებ შეიცავს გარკვეულ მინიშნებებს. მართალია, მათ აქტიურად იყენებენ დიდ კომპანიებში, მაგრამ ედ ბოლტონი, Frog-ის დირექტორი, ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება მოძველებული ტრადიცია იყოს, რომელიც აღორძინებას საჭიროებს. მარტივად, ის მისი შინაარსის გადამუშავებას და მოქნილობის გამოყენებას გვთავაზობს შემოქმედებითობისკენ სწრაფვისას.

ბოლოს როდის გახსენით თქვენი „ბრენდბუქი“? სავარაუდოდ, სერვერზეა განთავსებული და ვირტუალურ მტვერს იკიდებს… შესაძლოა, ის შთამაგონებელი, სტრატეგიული და კრეატიული აზროვნებით იყოს განმსჭვალული, რაც ბრენდს მზარდი წარმატებისკენ გაუხსნის გზას. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი ყურადღების მისაღებად რჩება, როგორც უგულებელყოფილი, მოძველებული და ზედმეტად მძიმე რამ.

წარსულში „ბრენდბუქები“ გლობალური ბრენდებისთვის აუცილებელი დოკუმენტები იყო. ისინი სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე რამდენიმე კრეატიულ სააგენტოს იყენებდნენ, რათა გლობალური თანმიმდევრულობისა და კონტროლის შესანარჩუნებლად საუკეთესო „ბრენდბუქები“ მიეღოთ. დროთა განმავლობაში ამ წიგნების ზომა იზრდებოდა — თითქოს, სააგენტოებს თავიანთი ღირებულება გვერდების რაოდენობით უნდა დაემტკიცებინათ და არა ხარისხით. ამასთან, მსოფლიო წინ წავიდა: ბრენდების კრეატიული გამოხატვის ხელოვნებამ წინ გადადგმული უზარმაზარი ნახტომი განიცადა, მაგრამ მისი დოკუმენტაციის გზა არ შეცვლილა.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული და კრეატიული ფუნდამენტის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, კომპანიის სამართავად სოლიდური „ბრენდბუქი“ არ გჭირდებათ. თავად უნდა ჩამოაყალიბოთ ბრენდის საფუძვლები — თუნდაც ის, რომ ლოგო არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი, შესაბამისი შრიფტი უნდა შეირჩეს და ფერები საკულტო აქტივად იქცეს. და როგორც ლეგენდა ამბობს, საუკეთესო „ბრენდბუქი“ Nike-ს ეკუთვნის, რომელსაც მხოლოდ ერთ გვერდზე ეწერა: “Don’t F with the swoosh”.

ასე რომ, დროა, ამ ორ პუნქტს მიჰყვეთ:

1. მიჰყევით გამოცდილებას

პირდაპირი შემოქმედებითი გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტია თქვენი ბრენდის იდენტობა. როგორ გსურთ შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს აუდიტორიაზე? პირველ რიგში, გამოიყენეთ თქვენი ინდივიდუალური ნიჭი ფიქსირებული ელემენტების განსასაზღვრად — როგორიცაა ლოგო, საბაზისო ფერი, შრიფტი, გამოსახულების სტილი, დიზაინის სისტემა და ხმის ტონალობა. შემდეგ სწორედ ამის საფუძველზე დაგეგმეთ მომხმარებლებთან ურთიერთობა და მოქნილი ელემენტები შეიმუშავეთ, რათა მათი ემოციური საჭიროებები დააკმაყოფილოთ ბრენდის ურთიერთქმედების გზით.

მაგალითისთვის, Starbucks Creative Expression საოცარი დიზაინის სისტემაა, რომელიც უცვლელად ინარჩუნებს ბრენდის არსს და შემოქმედებითობას საშუალებას აძლევს, სეზონების მიხედვით შეიცვალოს. კომპანიის თქმით, ეს არის ახალი დიზაინის სისტემა, რომელიც ბრენდის ძირითად ელემენტებს უჭერს მხარს და ამავე დროს, მომხმარებელთა გამოცდილების შექმნისას მიზანსა და თანმიმდევრულობას ინარჩუნებს.

2. გარისკეთ

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი, დაწყებული შინაური ცხოველების საკვების გამოწერიდან, დამთავრებული ლუდის ყუთებით და პარკინგის ბილეთებით, ბრენდირებულია. ეს ნიშნავს უამრავ თეთრ სივრცეს, მძლავრ ფერთა პალიტრებს, გეომეტრიულ sans-serif შრიფტებს და ლამაზ ანიმაციურ ნიშნებს, რომლებიც გამყარებულია ბრენდის ძირითადი პრინციპებით. შედეგად, ყველაფერი ცოტა მოსაწყენია.

მეტავერსიის გამოჩენასთან და დეცენტრალიზაციის ზრდასთან ერთად, ინოვაციური კომპანიები უცნაურობისა და მხიარულების ელემენტებს ნერგავენ ბრენდის იდენტობაში. თუმცა ამას ვერ გააკეთებთ, თუ შიდა „ბრენდპოლიცია“ ამას არ დაუშვებს. ამიტომაც, ამის ნაცვლად თქვენს კრეატიულ გამოხატულებაზე იფიქრეთ, როგორც ცოცხალ ბრენდზე, რომელიც ახალი და ამაღელვებელი სტიმულით იქნება გაჯერებული.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

როგორ შევაფასოთ პოტენციური დამსაქმებელი კრიზისის დროს?