in

Burning Man-ის 2024 წლის დიზაინი ცნობილია!

ყოველწლიური ამერიკული გასართობი ღონისძიების Burning Man-ის დიზაინზე წელს კეროლაინ გონმა იზრუნა და ლიბანური ქსოვის ტექნიკა გოთიკური ეკლესიის არქიტექტურასთან გააერთიანა, რათა ფესტივალის სტუმრებისთვის დრამატული სტრუქტურა შეეთავაზებინა. მათი ზოგადი მიზანი რადიკალური თვითგამოხატვაა, ამჯერად კი The Temple of Together ძალასა და ერთიანობას არქიტექტურულად მიაგებს პატივს. ნაგებობა ფესტივალის ცენტრში იქნება მოთავსებული, რომელიც 25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შავი კლდის უდაბნოში გაიმართება. 

BOG
BOG

საინტერესოა ისიც, რომ გონი არქიტექტორ მაისა სადერთან გაერთიანდა, რომელიც Kamai Studio-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რათა 21 მეტრის სტრუქტურა ააგოს, რომელიც ფესტივალის ბოლოს დაიწვება. დიზაინში კი საკუთარი ლიბანური მემკვიდრეობა გადმოგვცეს, გოთიკური არქიტექტურის თაღები და ხის პანელებიც დაამატეს, რომელიც ქსოვის ნიმუშებს ასახავს. The Temple of Together გალავნითაა გარშემორტყმული, რომლის ჭიშკარი თითქოს ხელებით ეხება ერთმანეთს. 

Burning Man 2024-ის ინსტალაციის დაგეგმვისა თუ აგების პროცესში დაახლოებით 1000 მოხალისე იქნება ჩართული.

რა მოხდება, თამაშისას წნეხი რომ არ არსებობდეს?

CashBack-ისა და VISA-ს გაზრდილი ქეშბექის გაზაფხულის აქცია იწყება!