8
Feb
2018

მუშაობისგან გადაიწვით? 4 კითხვა, რომელიც სამსახურიდან წასვლაზე ან დარჩენაზე დაგაფიქრებთ

8 Feb 2018

თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ სამსახური, რომელიც დაგეხმარებათ განვითარებაში, გაგაძლიერებთ თქვენს საქმეში და არა ისეთი, რომელიც ზიანის მომტანი გახდება. მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მენეჯერი და დასაქმებული მიიჩნევს, რომ ანაზღაურება და სხვა, კონტრაქტით გათვალისწინებული პრივილეგია არის ყველაფერი, რის მიღებასაც უნდა ელოდე სამსახურისგან. რა თქმა უნდა, არარეალისტურია გვჯეროდეს ნაკლებად ხელშესახები სარგებლის, როგორიცაა ნდობა, პატივისცემა, ავტონომიურობა, თავაზიანობა და იმის შესაძლებლობა, რომ გქონდეს პოზიტიური გავლენა სხვებზე. ეს მწირი შეხედულება სამსახურზე თამაშობს დიდ როლს სამუშაო სივრცის შეფასებაზე და შესაძლოა დასაქმებულის გადაწვის წინაპირობაც გახდეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Photo by Hamish Blair

როდესაც ისეთ სამსახურეობრივ გარემოებებსა და მოთხოვნებს შეეჩეხებით, როგორიცაა: დატვირთვა, დაბალი ავტონომიურობის დონე და რთული ინტერპერსონალური ურთიერთობა, აჭარბებთ თქვენს ძალას, იმისათვის, რომ დაარეგულიროთ ისინი და ამ დროს, თქვენ ხართ გადაწვის რისკის წინაშე. გადაწვას აქვს სამი კონპონენტიგამოფიტვა (ენერგიის კარგვა), ცინიზმი (ენთუზიაზმის დაკარგვა) და არაეფექტურობა (ნაყოფიერებისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა). თუმცა, თქვენ არ გჭირდებათ გამოსცადოთ ერთდროულად სამივე, იმისათვის, რომ მიიღოთ ნეგატიური შედეგი. გარდა ამისა, თუ თქვენ არ გჯერათ თქვენი ორგანიზაციის შიდა აქტივობებისა და კულტურის, თქვენ იგრძნობთ თავს დემორალიზებულად, მიუხედავად იმისა, სრულფასოვნად ართმევთ თუ არა თავს თქვენს საქმეს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევამ ცხადყო, რომ სამსახური და ორგანიზაციული ფაქტორები, რომლებიც არიან ინდივიდების კონტროლის მიღმა, ისევე უწყობენ ხელს გადაწვას, როგორც პერსონალური ფაქტორები. ადამიანები მეტად განიცდიან გადაწვას, როდესაც აქვთ არარეალურად დიდი მოცულობის სამუშაო და არანორმალური დატვირთვა, არიან ბულინგის მსხვერპლნი, ხვდებიან ადმინისტრაციული დაბრკოლებებს, დაბალ სოციალურ მხარდაჭერას, ღარიბ ორგანიზაციულ რესურსებს და ჰყავთ დასტრესილი ლიდერები. გადამწვავი ორგანიზაციები გვანან მწვავე ინფექციის გამავრცელებელ ცენტრებს. ბევრი ადამიანი უჩივის სიმპტომებს და გამანადგურებელი ეფექტი ყოველმხრივ აისახება თანამშრომელთა ურთიერთობის სისტემაზე, როგორც სამუშაო, ისე არასამუშაო გარემოში. საუბედუროდ, ეპიდემიური რეაქციებისგან განსხვავებით, რომლებიც დაავადების შეჩერებას ცდილობენ, ორგანიზაციული გადაწვის ვექტორები, ხშირად, შეუმოწმებელია, რის გამოც, დასაქმებულებს მსგავს ტანჯვასთან გასამკლავებლად კონკრეტული, შემუშავებული რეაქციები არ აქვთ და ასრულებენ სამუშაოს ინერციით. ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ სამსახურის დატოვება გახდეს საუკეთესო გამოსავალი და საპასუხო რეაქცია ასეთ მდგომარეობაზე.

თუ თქვენ გრძნობთ თავს გადამწვარად, როგორ უნდა გაიგოთ როდის უნდა დატოვოთ პოზიცია? წარმოგიდგენთ რამდენიმე კითხვას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს მდგომარეობაში გარკვევაში.

გაძლევთ თქვენი სამსახური/დამსაქმებელი საშუალებას იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია?
სიცოცხლისუნარიანი სამსახური ბერკეტია თქვენი ძალებისთვის და გეხმარებათ შეასრულოთ სამუშაო თქვენთვის შესაძლებელ საუკეთესო ზღვარზე. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილებაა, როდესაც სამსახური გიწესებს ზღვარს, დონეს, რომელიც შენი პოტენციალის დაბლაა. ამ ყველაფერს კი უფრო ამწვავებს გადატვირთული სამუშაო, ბუნდოვანი მოლოდინები, არაადეკვატური რესურსები და მენეჯმენტური მხარდაჭერის დაბალი დონე. გადაწვა ჰგავს ერთ დროს კარგ ურთიერთობას, რომელიც სრულიად დაინგრა, აღარ არის სასარგებლო არც ერთი მხარისათვის და აღდგენის შანსებიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ეს შესაძლოა მოასწავებდეს წასვლის საჭიროებას.

თანხვედრაშია თუ არა თქვენი სამსახურის/დამსაქმებლის ინტერესები და ღირებულებები თქვენს ინტერესებთან და ღირებულებებთან? 
როდესაც გამოცდით თქვენი ინტერესებისა და ღირებულებების შესაბამისობას სამსახურის ღირებულებებსა და საჭიროებებთან, მეტად სავარაუდოა, რომ იპოვნით აზრსა და დანიშნულებას თქვენს სამსახურში. როდესაც შეუსაბამობაა, თქვენ ვერ შეძლებთ მიიღოთ მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ საქმიანობის კარგად შესასრულებლად, ვერ გააზიარებთ იდეებსა თუ სიახლეებს ისეთი ენთუზიაზმით, როგორითაც თანამოაზრეებთან გააზიარებდით.

როგორ გამოიყურება თქვენი მომავალი თქვენს სამსახურში? 
განიტვირთეთ ყოველდღიური საზრუნავისგან და დაფიქრდით ხანგრძლივ პერსპექტივებზე. მოიაზრებთ საკუთარ თავს იმ ორგანიზაციის მაღალ თანამდებობაზე, რომელშიც მუშაობთ? გაძლევენ თქვენი მომავლის დამაიმედებელ სურათს? შეაფასეთ, ის, რომ ახლა თუ განიცდით უმნიშვნელო, მოკლევადიან წარუმატებლობასა და უკმაყოფილებას საკუთარი საქმით, ხომ არ იქცევა ეს მომავალში გრძელვადიან დაღმართად?

რა გიღირთ გადაწვად?
გადაწვამ შესაძლოა იქონიოს სერიოზული გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე, სამსახურეობრივ საქმიანობაზე, კარიერულ შანსებზე, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ურთიერთობებზე. თუ არ ხართ დარწმუნებული იმ ნეგატიურ ეფექტში, რომელიც გადაწვამ შეიძლება თქვენზე მოახდინოს, ჰკითხეთ თქვენს ოჯახის წევრებს ან ახლო მეგობრებს ამის შესახებ.



განხილვა