11
Sep
2018

ბურტ რეინოლდსის ლეგენდარული ფოტო, რომელიც სხვა კამპანიების ინსპირაციად იქცა!

11 Sep 2018

ფოტო, რომელზეც მსახიობი ბურტ რეინოლდსი შიშველი პოზირებს, 1972 წელს არის გადაღებული. მსახიობმა COSMOPILOTAN-ის ფოტოსესიაში ჟურნალის რედაქტორის, ელენ გარლი ბრაუნის, თხოვნით მიიღო მონაწილეობა, რომელთან ერთადაც სტუმრად იმყოფებოდა The Tonight Show-ში. შესაძლოა, ახლა მსგავსი ფოტოები აღარავის უკვირს, თუმცა იმ დროისთვის ამ ფოტოექსპერიმენტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოგვიანებით, რეინოლსდმა ინანა ასეთი ნაბიჯი, რადგან შესაძლოა ამას ხელი შეეშალა მისი კარიერისთვის, თუმცა ის ოსკარზე მაინც წარადგინეს.

ამ მოვლენიდან ათწლეულების შემდეგ, ფოტო კვლავ სექსუალობის სიმბოლოდ ითვლება და ისევ იქცევს ყურადღებას. ამასთან, ის სხვების შთაგონების წყაროდაც იქცა. Deadpool-ის პიარ კამპანიისთვის, რაიან რეინოლდსმა ანალოგიური პოზა გამოიყენა და თავის tweet-ში პატივისცემითაც მოიხსენია ბურტი.

ფოტოს კონცეფცია იუმორით გამოიყენა Burger King-მაც.

მარიო ლოპესი ჟურნალ People-ში.

თავისი საიტის მთავარი გვერდისთვის, კოპირაიტერმა ლოუსონ კლარკმაც ბურტის ეს პოზა გამოიყენა.

განხილვა