ბევერლი-ჰილზში ახალი ბუტიკის გახსნასთან დაკავშირებით ჰერმესმა ახალი პროდუქტი წარმოადგინა.
ამჯერად ჰერმესი სპორტით დაინტერესდა და კალათბურთის ბურთი გამოუშვა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. მისი ფასი 13 000 დოლარია. ალბათ დაგაინტერესებთ რითი გაამართლა ჰერმესმა ბურთის ფასი.
პირველ რიგში ბურთი ჰერმესის მიერ არის შეკერილი, რაც უკვე ნივთს ძვირადღირებულს ხდის. ბურთი მაღალი ხარისხის ტყავისგანაა შეკერილი, ის შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება და მთლიანად აკმაყოფილებს პროფესიონალური კალათბურთის ბურთის მოთხოვნებს.