in ,

თვითმართვადი ავტობუსი – ხალხით სავსე ტრანსპორტი მძღოლის გარეშე

veon
veon

მანჩესტერის ქუჩებში მოქალაქეები თვითმართვადი ავტობუსით გადაიყვანეს. ასე გამოცადა სატრანსპორტო საშუალებების მწარმოეობელმა კომპანიამ Stagecoach, მისი ახალი ავტობუსი. ეს არის პირველი დიდი მოცულობის ავტობუსი დიდ ბრიტანეთში, რომელიც თვითმართვად ტექნოლოგიას იყენებს.

ტესტირებისას, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი ავტომატურად მოქმედებდა, საჭის შორიახლოს მაინც იჯდა მძღოლი, ყოველი შემთხვევისთვის. მომავალი წლისთვის, კომპანია აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფას კიდევ უფრო განავითარებს და შექმნის ხუთ ავტონომიურ ავტობუსს, რომლებიც ედინბურგიდან ფაიფამდე გადაიყვანს მგზავრებს.

ავტობუსის შემქმნელებს სჯერათ, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის ავტოსაგზაო კანონში ცვლილებები შევა და მსგავსი ტიპის თვითმართვადი ავტობუსით მგზავრობა ადამიანების ყოველდღიურობად იქცევა.

ავტოსესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე, 75 წლამდე პირებისთვის – Eurocredit

რესტორანი ზღვის ფსკერზე – ბიზნესის ახალი საფეხური