in

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს — კოსმოსში ლუდს ვერ ვსვამთ“

კამპანია დედამიწის დაცვისკენ მოგვიწოდებს

BOG
BOG

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს: ფიზიკის კანონები კოსმოსში ლუდის დალევის საშუალებას არ გვაძლევს!“ 

აპრილში დედამიწის თვის აღსანიშნავად, ლუდის ბრენდმა Busch Light დაგ ჰარლი, ნასას და SpaceX-ის ყოფილი ასტრონომი მოიწვია. რეკლამაში ჰარლი საუბრობს, თუ რატომ ვერ ახერხებენ ასტრონავტები კოსმოსში ლუდის დალევას და როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ამგვარი ნარატივი ბუნებრივად გადადის დედამიწის დაცვის მოწოდებისკენ — როგორც პლანეტის, სადაც ლუდის დალევა გარანტირებულია.

„როდესაც 93 დღეს გაატარებთ კოსმოსში, მარტივად მიხვდებით, რამდენი გარანტირებული ასპექტი გვაქვს დედამიწაზე: ოჯახი და მეგობრები, ახალი საკვები, პირადი სივრცე, ცივი ლუდის დალევა და ა. შ. ამიტომაც, უნდა მოვუფრთხილდეთ პლანეტას, სადაც ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია“, — ამბობს ჰარლი.

Libertypayments.ge – ლიბერთის გადახდის ციფრული სერვისები ბიზნესისთვის

Audi-ს 2024 წლის Q8 მოდელები განახლებული და მიმდინარისგან განსხვავებული იქნება