in

ბუშტები სკდომისას ყვავილის ფორმას იღებს – ამას მაღალსიჩქარიანი კამერა აფიქსირებს

ასეთი თვისება ზედაპირზე ცილის მქონე ბუშტებში ფიქსირდება

ნავთობის ინდუსტრია, ფარმაცევტული კომპანიები და ბიორეაქტორების მწარმოებლები ერთი საერთო მტრის წინაშე დგანან: ბუშტები! ბუშტები, შესაძლოა, სხვადასხვა სითხის წარმოების ან ტრანსპორტირების დროს, რასაც შემდგომში პროდუქტისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.

ამ პრობლემებითა და ბუშტების იდუმალი ფიზიკის შთაგონებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა დაიბადა – სტენფორდის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ჯერალდ ფულერი დოქტორანტებთან აადიტა კანანთან და ვინი ჩანდრან სუჯასთან, ასევე ნეაპოლის უნივერსიტეტის დოქტორანტ დანიელ ტამაროსთან თანამშრომლობდა, რათა შეესწავლათ, როგორ “ფეთქდება” სხვადასხვა ტიპის ბუშტები.

მკვლევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ბუშტები, რომელთა ზედაპირზეც ცილები იყო, რაც ძირითადად ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და უჯრედების კულტივირებისთვის გამოყენებულ ბიორეაქტორებში გვხვდება. შედეგად გაირკვა, რომ ნემსით გახეთქვისას, ეს ბუშტები ყვავილებივით იშლება.

“ნამდვილად მაოცებს ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შემდეგაც ბუშტების ფიზიკა კვლავ გვაოცებს მოულოდნელად ლამაზი მოვლენებით” – ამბობს სუჯა.

ბუშტის გასკდომა

ბუშტები, შესაძლოა, სხვადასხვა გზით გასკდეს, რაც მათ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას ვისკოელასტიკურობა ეწოდება.

“მასალების უმეტესობა, რომლებიც ჩვენ გარშემოა, ნამდვილად არ არის წყალივით ან ზეთივით თხევადი. ასევე, ისინი არ არიან სრულყოფილად ელასტიკური, როგორც ფანქრის საშლელი. ისინი სადღაც შუალედში არიან” – განმარტავენ მკვლევრები.

ამ “შუალედურ” მდგომარეობას ვისკოელასტიკურობა ეწოდება და მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩვეულებრივი საპნის ბუშტებისგან განსხვავებით, ვისკოელასტიური ბუშტები, რომლებსაც თხევადი და მყარი თვისებები აქვს, დეფორმირდება და ყვავილის ფორმას იღებს. თუმცა ამ პროცესის აღქმა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია და მხოლოდ ბუშტის სკდომას ვხედავთ.

ამიტომაც, ამ ფენომენის დასაფიქსირებლად და შესასწავლად მკვლევრებმა მაღაკსიჩქარიანი კამერები გამოიყენეს, რომლებიც წამში 20 000 კადრს აფიქსირებს (ადამიანის თვალზე 300-ჯერ სწრაფად მუშაობს). აღმოჩნდა, რომ ზედაპირზე ცილების მქონე ბუშტუკს სკდომის განსხვავებული მექანიზმი აქვს.

ლაბორატორიაში მეცნიერებმა ვისკოელასტიკური თვისებების მქონე ცილების ხსნარში ლითონის რგოლი მოათავსეს – სწორედ ამ დემონსტრაციის მეშვეობით დააფიქსირეს მკვლევრებმა მთელი ზემოთ აღწერილი პროცესი.

ბუშტების ფიზიკის შესწავლა

ყვავილობის ფენომენის კარგად შესწავლის შემდეგ მკვლევრებმა ამოფრქვევის ანალიტიკური მოდელების შემუშავება დაიწყეს. ბუშტების დინამიკისა და მათემატიკური მოდელების ამჟამინდელი ცოდნის გამოყენებით, გუნდმა ამ პროცესის არაერთი პერსპექტიული კომპიუტერული რეპროდუქცია წარმოადგინა.

ბუშტების ფორმირებისა და სკდომის შესწავლით, გუნდი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში მათი წარმოქმნის შემცირებასა შეძლებენ. მათი პროგნოზით, შედეგების გამოყენებას მედიცინაში, ვაქცინის წარმოებასა და ნავთობის ტრანსპორტირებაში შეძლებენ.

„პორშეს“ ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია

„ორეოს“ ახალი შეფუთვა მშობლების სიამოვნებისთვის! ბავშვები უფროსების ორცხობილებს ვერასდროს მიაგნებენ