31
Oct
2018

3 საიდუმლო, რომელიც თქვენს ბიზნესს ასმაგად გაზრდის  

31 Oct 2018

ნამდვილად გინდათ, წარმატებული იყოთ? თუ ასეა, რამდენად სწრაფად და რა რაოდენობის შემოსავალი გჭირდებათ? განსაზღვრული გაქვთ თუ არა ყველა დეტალი საამისოდ? ბიზნესის სწრაფ აღმავლობას გარკვეული ფაქტორები განაპირობებს. წარმოგიდგენთ 3 გზას, რომელიც თქვენს ბიზნესს მაქსიმალურად გაზრდის მინიმალურ დროში:

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

  1. იყავი საუკეთესო იმაში, რაც გიყვარს

თუკი კონკრეტული საქმიანობა გეხერხება, გააკეთე მისი მაქსიმუმი. როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე იყენებ, ბიზნესი თავისთავად სწრაფად მზარდი ხდება.

  1. გააძლიერე მცირე ბაზარი, რომელსაც სამომავლოდ დიდი პერსპექტივები აქვს

ისეთ ბაზარზე, რომელიც უკვე მრავალფეროვანი და საყოველთაოა, წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია. წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად ხშირად დამწყებ სფეროებს უნდა მივმართოთ – ვიაქტიუროთ ბაზარზე, რომელიც ამჟამად არც ისე წარმატებული და ცნობილია, თუმცა, სამომავლოდ დიდი პერსპექტივები აქვს.

  1. აიყვანე ჭკვიანი თანამშრომლები და მიეცი მათ დიდი მოტივაცია

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხარ, ერთი თანამშრომლით ბიზნეს-იმპერია არავის აუშენებია. ხელმძღვანელმა ბევრი ჭკვიანი თანამშრომლით უნდა დააკომპლექტოს გუნდი, სწორედ ისეთებით, რომლებიც ჩხუბის მაგივრად ერთად ეფექტურად იმუშავებენ.

წყარო: Inc.com



განხილვა