თაობა, რომელმაც საშუალო სკოლა 2030 წელს უნდა დაამთავროს, ახლა საკლასო ოთახში ზის.თუმცა, მიმდინარე ტენდენციებს თუ დავეყრდნობით, ზუსტად მაგ დროისთვის (2030), ყოველი ექვსი ბავშვიდან, ერთი სკოლას ვერ დაამთავრებს და ყოველი ათიდან, მხოლოდ ექვსი შეძლებს საშუალო განათლების მიღებას.
ლიდერები High-Level Political Forum-ზე შეხვდნენ ერთმანეთს, გაეროს ოფიციალურ პლატფორმაზე, სადაც განათლების მდგრადი განვითარებისთვის, 2030 წლის პროგრამა მიმოიხილეს და პირველად, 2015 წლის შემდეგ, ამ სფეროს პროგრესი შეაფასეს.
ძირითადი გზავნილი ნათელი იყო: პროცესი, რომელიც განათლების სფეროში მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს. მსოფლიო უნდა შეთანხმდეს, რომ ყველა გოგოსა და ბიჭს სრულიად უფასო, სამართლიანი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება უნდა შეეძლოს, თუმცა თუ რამე არ შეიცვალა, 2030 წლისთვის, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.
იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტისა (UIS) და გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიშის (HLPF) თანხმობით გამოქვეყნებული ახალი კვლევა ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ჩაერთომ გამოწვევაში #Commit2Education – განათლების ვალდებულება.
ანგარიშში წარმოდგენილია განათლების სფეროში მიმდინარე პროგრესი და სტაგნაცია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს პროგრესისკენ.
2030 წლისთვის განათლების მიღების ვალდებულებების მისაღწევად ათი მიზეზი:
1. დღეს, 6-დან 7 წლამდე ასაკის ადამიანების 20% – ანუ, 262 მილიონი ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა არ დადის სკოლაში. თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდება, პროცენტული რიცხვი მხოლოდ 16.7%-მდე ჩამოვა 2030 წლისთვის, რაც 225 მილიონ ახალგაზრდა ადამიანს ნიშნავს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვების რეიტინგი დაწყებით კლასებში, 2000-2017 წლებში და 2030 წლის მოლოდინები
2. ბავშვების სკოლაში სიარული საკმარისი არაა. მიზანი არის, რომ სწავლა დაასრულონ. თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, გლობალურ რეიტინგში, 93% მიიღებს დაწყებით განათლებებას, 85% დაბალ საშუალო განათლებას, ხოლო 60% მაღალ საშუალო განათლებას – 2030 წლისთვის. ეს მონაცემები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში საგრძნობლად იწევს ქვევით და ვარაუდია, რომ ბავშვების 79% შეძლებს, დაასრულოს დაწყებითი კლასები, 53% – დაბალი საშუალო კლასები და 26%, 2030 წლისთვის, დაამთავრებს ზედა საშუალო კლასს.
3. უთანასწორობები კვლავ ძალიან მაღალია. ღარიბი ოჯახებიდან, მხოლოდ 4% ბავშვებისა, შეძლებს, რომ დაამთავროს ზედა კლასები; დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან, მხოლოდ 2% ღარიბი გოგონებისა, 36% შეძლებული ოჯახებიდან.
4. სწავლის მიზნების მისაღწევად, საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებში პროგრესის მაჩვენებლები ყველგან უნდა გაიმეორონ. თუმცა, ძალიან ბევრია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც კითხვის ელემენტარული გამოცდილებაც კი არ ჰქონიათ. შესაბამისად, ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, სწავლება, მოსალოდნელია, რომ სტაგნაციაში იყოს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და თითქმის 1/3-ით დავარდეს ფრანკოფონიის აფრიკულ ქვეყნებში, 2030 წლისთვის.
მე-6 კლასის სტუდენტები ფრანკოფონიის სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები – CONFEMEN Education Systems-ის (PASEC) ანალიზი.
5. ადრეული ბავშვობის განათლებაზე ხელმისაწვდომობა მზარდია. გლობალურად, 69% ბავშვებისა, 5 წლის ასაკისანი, პრესკოლაში ან ორგანიზაციული სწავლის რამენაირი ფორმით იღებენ დაწყებით განათლებას. მაგრამ ეს რიცხვი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცირდება. თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, გლობალური შედეგი 82%-მდე გაიზრდება, 2030 წელს.
6. დღეს, 750 მილიონმა ზრდასრულმა არ იცის კითხვა და მიუხედავად იმისა, რომ წიგნიერების მაჩვენებელი იზრდება, გარშემო ახალგაზრდების 20%-სა და ზრდასრულების 30%-ს , ისევ არ შეეძლებათ კითხვა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 2030 წლისთვის, მიმდინარე ტრაექტორია თუ გვექნება.
ახალგაზრდებისა და უფროსი ასაკის ადამიანების წიგნიერება 2000-2016 წლებში და 2030 წლის მოლოდინები
7. დატრენინგებული მასწავლებლების პროპორციულმა წილმა, სუბსაჰარულფრიკაში 2000 წლიდან იკლო, ძირითადად, იმიტომ, რომ ქვეყნები კომტრაქტით ხშირად არაკვალიფიციურ თანამშრომლებს ქირაობენ, განათლებაზე მზარდ მოთხოვნებს რომ უპასუხონ. ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება და ამის საჭიროება არსებობს, რომ გადამზადებული, კვალიფიციური მასწავლებლების სამსახურში გაწვევით, დამატებით, ახალი პედაგოგიური მიდგომებით, მხარი დაუჭირონ ხარისხიან განათლებას.
დატრენინგებული მასწავლებლები რეგიონის მიხედვით, პროცენტულად 2000 -2017 წლები
8. ყოველი 4 ქვეყნიდან 1-ზე მეტში, ისევ ეცემა SDG 4-ის (SUSTAINABLE DEVELOPMENT GOAL 4) ნიშნული, იმის ნაცვლად, რომ ნაწილდებოდეს, მშპ-ის, სულ ცოტა, 4% და მთლიანი სამთავრობო ხარჯის 15% განათლებაზე.
9. მიუხედავად იმისა, რომ წლიური დაფინანსების მოცულობა $39 მილიარდია SDG 4- ისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 2010 წლიდან, განათლების ხელშეწყობა სტაგნაციურ მდგომარეობაშია.
10. ქვეყნების ნახევარზე უფრო ცოტას აქვს ის საჭირო მონაცემები, რომელიც SDG 4-ის შესახებ ადეკვატურ ინფორმაციას მოგვაწვდის. მაგალითად, ერთ-ერთი კარგი ინდიკატორია დაწყებით და საშუალო კლასებში სწავლების შედეგების სტატისტიკა. მონაცემები არა ფუფუნება, არამედ საჭიროა ყველა ქვეყნისთვის, ამიტომაც, პარტნიორები ეძახიან მას – #FundData – მონაცემების ფონდს.
HLPF ქვეყნებს მოუწოდებს, რომ განათლებაზე ვალდებულება აიღონ და უფრო ახლოდან დააკვირდნენ და გაიაზრონ, მათი გეგმები არის, თუ არა საგანმანათლებლო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული, თუნდაც, იყოს ეს მონაცემების შეგროვებით დაწყება.
SDG 4 მიღწევადი და ამასთან, განათლების განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანია.
წყარო: World Economic Forum