in

რატომაა უკეთესი თქვენივე ბიზნესისთვის, რომ ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ

ანტრეპრენერებს იდეები რეალობაში მოჰყავთ. ისინი სრულიად ახალსა და უნიკალურს ანიჭებენ სიცოცხლეს. შემოქმედებით ენერგიას კი ყველაზე მძაფრად ბუნება აღვიძებს, რომელსაც ხშირად მხოლოდ საკუთარი ეკრანებიდან ვუცქერთ, საკონფერენციო ოთახებში მყოფნი, როცა ზარსა და ზარს შორის რამდენიმეწუთიან შესვენებას გამოვნახავთ. რამდენჯერ გინატრიათ, ახლა ბეტონის კედლების ნაცვლად, ხეების, მთებისა და ზღვის გარემოცვაში ყოფილიყავით? ანტრეპრენერული წარმატება მხოლოდ ის არაა, რასაც აკეთებთ სამუშაო საათებში, არამედ ისიც, რასაც აკეთებთ მაშინ, როცა არ მუშაობთ. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოწყდეთ ყოველდღიურ დატვირთულ გარემოს და ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბუნებაში ყოფნა გეხმარებათ იყოთ უკეთესი ლიდერი

საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტების გავლენის უკეთ გასაცნობიერებლად, ბუნებასთან ურთიერთობაზე უკეთეს საშუალებას დედამიწაზე ვერ ნახავთ. სხვადასხვა ადგილის სტუმრობით, განსხვავებული კულტურების გაცნობით, დაფასებით, შესწავლით სრულიად იცვლით ხედვის კუთხე. პერსპექტივა კი ყველაფერია, ის გეხმარებათ დაინახოთ უფრო ფართო სურათი, შეძლოთ შენიშნოთ ის, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

ბუნება თქვენს ნერვულ სისტემას მნიშვნელოვნად ამშვიდებს

ბიზნესი ჩვენგან დიდ ემოციურ და ნერვულ ენერგიას მოითხოვს. მუდმივად ვცდილობთ ვაკონტროლოთ სიტუაცია და ფრენის სიმაღლე შევინარჩუნოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოგდით თქვენი საქმე, ბუნებასთან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში გესაჭიროებათ. ის დაგამშვიდებთ და განამტკიცებს თქვენს ფსიქიკას. დაიწყებთ განსხვავებული დეტალების შემჩნევას და ამ მომენტში ყოფნა ბევრად გაგიადვილდებათ. ბუნებაში ბიზნეს-გამოსავლის პოვნაც ბევრად ადვილია.

ბუნებაში სწრაფად ადაპტაციას სწავლობთ

ჩვენ სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველი მომენტი ახალი სამყაროა და განსხვავებულ წესს გვკარნახობს, იქმნება ახალი შესაძლებლობები და მათდამი მიდგომის რეკომენდაციებიც განსხვავებულია. სამყარო ჩვენ გარშემო არ ბრუნავს, ეს ჩვენ ვართ მისი ნაწილი. საქმიან დეტალებში ხშირად ვიკარგებით, როცა გამოსავალი ხშირად ჩვენ წინაა. ბუნებასთან ურთიერთობა ჩვენს აღქმას აუმჯობესებს და გვეხმარება მშვიდ გონებაზე გავიაზროთ ყველაფერი და რეაქციებიც ბევრად სწრაფი და მოქნილი გვქონდეს.

 

წყარო: inc.



პატარა, იაფი, ეკონომიური ქალაქის მანქანა – Mini-ს ისტორია

„მაგარი სელცერი“ ანუ ალკოჰოლური გაზიანი სასმელი