in

როგორ იყენებთ პასიურ დროს დავალებიდან დავალებამდე?

დიდ დავალებებს შორის შესვენება ძალების აღსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ხელმძღვანელი უგულვებელყოფს ამ ფაქტორს და არ აქცევს ყურადღებას განტვირთვას, პრიორიტეტების გადაფასებას, გრძელვადიანი ინიციატივების გადახედვას, საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფიქრებას – ის ხშირად ამბობს, რომ მოდუნების დრო არაა. თუკი თავად ხართ ხელმძღვანელ პოზიციაზე, რომელიც მუდმივად საქმეშია ჩართული და მოუცლელობით იკვებება, დასვენების პერიოდში ხაფანგში გაბმულივით გრძნობს თავს. როგორ მოვასწროთ საქმის კეთებაც და ენერგიის აღდგენაც? ზოგჯერ, გვაქვს ხოლმე გარკვეული დრო, რომელსაც “პასიურად” მოვიხსენიებთ და გარკვეულწილად, დანაშაულის გრძნობაც გვაქვს, რადგან ჩვეული შემართებით არ ვართ იმავე საქმისადმი. თუმცა, ეს სულაც არ არის ცუდი და პირიქით, ახალი შესაძლებლობების საპოვნელადაც შეიძლება გამოგადგეთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დააწესეთ დროითი საზღვრები

რამდენ ხანს შეგიძლიათ პასიურად ყოგნა, სანამ თქვენს მდგომარეობას მენეჯერთან განიხილავთ? ვადა ინდივიდუალურია, არც მკაფიო წესები არსებობს საამისოდ. ზოგი ინტუიციით ხვდება, როდის გადადის ზღვარს. ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა შენიშნა, რომ ორი კვირის შემდეგ, მას ახალი გამოწვევის შექმნა სჭირდებოდა. მან იგრძნო, როგორ წაექეზებინა ხელმძღვანელობა მიეცათ მისთვის დავალება, არასასიამოვნო, ნერვული შეგრძნებებით დატვირთული, რაც ახალი ამოცანის გადაჭრას მოასწავებდა.

სხვები მონაცემზე-ორიენტირებულ პერსპექტივას ამჯობინებენ. ერთმა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა გააანალიზა მისი ექვსი თვის კალენდარი, რათა “კომფორტის ზონაში ყოფნის” პერიოდები შეესწავლა. მან შეაფასა დავალებებს შორის დრო და დრო, როდესაც შეუძლია დისკომფორტის განცდა. შემდეგ, ეს მონაცემები გამოიყენა იმის განსასაზღვრად, თუ როდის მიემართა ხელმძღვანელობისთვის. ასევე, კიდევ ერთი პრაქტიკაა: ერთ-ერთმა დამკვეთმა გამოიყენა საკუთარი კალენდარი, რათა გამოეთვალა ზუსტი დრო, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა მისი შესვენება, რათა ამგვარად “პასიურ პერიოდში” საკუთარი აზროვნება შეესწავლა. ამგვარი ანგარიში მას დაეხმარა ისეთი დეტალების დამახსოვრებაში, რაც ადრე დაავიწყდა. მონაცემებით “შეიარაღებულმა” დამკვეთმა შეძლო თავდაჯერებულად და ღიად გასაუბრებოდა ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრებებისა და დატვირთვის შესახებ.

გამოიწვიეთ საკუთარი თავი

პასიური პერიოდი კომფორტის ზონის გარღვევის და რაღაც ახლის მოსინჯვის კარგი საშუალებაა. ამ შესაძლებლობით სარგებლობისათვის, რასაც შესვენება გაძლევთ, გააკეთეთ სია – როგორ გამოიწვევდით საკუთარ თავს, თავისუფალ დროს. ეს სია შეიძლება მოიცავდეს ახალ ჰობის, მოკლევადიან სასწავლო კურსს ან პიროვნული/პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სხვა აქტივობას. მაგალითად: თუკი, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა თქვენთვის დისკომფორტია, ითხოვეთ სიტყვა კომპანიის მომდევნო შეკრებაზე.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა ელიტურ საფეხბურთო ლიგაში გადაწყვიტა თამაში. მას სკოლის შემდეგ არ ჰქონდა ნავარჯიშები და “პასიური” პერიოდი გამოიყენა სპორტული უნარების აღსადგენად. სხვამ გადაწყვიტა ერთდროულად ინსტრუმენტზე ესწავლა დაკვრა. ზოგი – მარათონისთვის მოსამზადებლად იყენებს ამ დროს. მთავარი ისაა, რომ სამსახურში “პასიური” პერიდი სულაც არაა ტრაგედია და მისი გამოყენება ოფისის გარეთ, პიროვნული განვითარებისთვის შეგიძლიათ.

გაეცით

“პასიური” პერიოდის ეფექტიანად გამოსაყენებლად კარგი მიდგომაა გაცემა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ესაა პოზიტიური განწყობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაღები. დიდი სიამოვნებაა, როდესაც სხვებს ეხმარებით შემოქმედებაში და ამ დროს, საკუთარ აზროვნებასაც სხვაგვარად ამუშავებთ. ასევე, ენერგიით აგავსებთ სხვების დახმარება. ასეთი “პასიური” პერიოდის დროს, ახალი თაობისთვის ხელშეწყობაც ძალიან სასარგებლოა – ეს ურთიერთობებს აუმჯობესებს მათთანაც და საკუთარ თავთანაც.

მიიყვანეთ საქმე ბოლომდე

რომელი საქმე გადადეთ სამომავლოდ? “პასიური” პერიოდი იდეალური დროა, დაუსრულებელი საქმეების ბოლომდე მისაყვანად. დიდი სიამოვნებაა, როდესაც დასრულების შემდეგ, მას გეგმიდან ამოშლით. იფიქრეთ იმ ამოცანებზე, რომლებიც არ მოგწონთ, თუმცა იცით, რომ თქვენი გასაკეთებელია და აუცილებელია იმოქმედოთ. შესაძლოა, ეს სრულიად რუტინული საქმეა. კვლევის ერთ-ერთმა ობიექტს ასეთ დავალებად ისეთი დოკუმენტების მოწესრიგება ჰქონდა, რომლებიც აღარ სჭირდებოდა. მან იცოდა, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, ოფისში უწესრიგობა მოიმატებდა და კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს შექმნიდა. ამიტომ, პასიური პერიოდი სწორედ ამ ამოცანის მოსაგვარებლად გამოიყენა და აქტიური სეზონისთვის ამგვარად მოემზადა.

პასიური პერიოდები იდეალური დროა შესაძლებლობების სამსახურის გარეთ საძიებლად. მაგ დროს ხედავთ, თუ სად შეიძლება იყოს ზრდის პერსპექტივა. არ დაკარგოთ ასეთი დრო. განსაზღვრეთ დროითი ჩარჩოები და მიმართეთ ხელმძღვანელს ახალი ამოცანებისთვის. ხოლო, სანამ საჭირო ამოცანა მოგეცემათ, გამოიმუშავეთ შესაბამისი უნარები, ეძებეთ თვითრეალიზაციის ახალი შემოქმედებითი გზები და გადაჭერით ის ამოცანები, რომლებსაც აქამდე გაურბოდით.

 

წყარო: HBR



ადამიანური კავშირებით დამუხტული სამყარო – Alexander McQueen-ის 2021 წლის კოლექცია

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს მარკეტერებმა?