in ,

20-21 სექტემბერი, ბიზნესის განვითარების კონფერენცია

2013 წლის 20-21 სექტემბერს, გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია” ბიზნესის განვითარების კონფერენციას უმასპინძლებს.

bde_cover

გამოფენის მონაწილეებად წარმოდგენილნი იქნებიან: ფინანსური სექტორი (ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცები), სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები (მენეჯმენტის, მარკეტინგის, HR-ის, IT-ის მიმართულებით), სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და სხვა.

გამოფენის პარალელურად პირველ დღეს ჩატარდება კონფერენცია რომლის დელეგატები იქნებიან:

მსხვილი და საშუალო კომპანიების ხელმძღვანელები, მარკეტინგისა და ფინანსური განყოფილების მენეჯერები, დამწყები ბიზნესმენები, საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაციები და სხვა

უცხოელი სპიკერებისა და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენციაზე განხილული იქნება დარგში მიმდინარე აქტუალური თემები.

გამოფენის პარალელურად მეორე დღეს დაგეგმილია პროფესიული წრეების არაერთი შეხვედრა, ახალი პროექტების პრეზენტაცია, ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა დაამყაროთ საქმიანი კონტაქტები ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან და წარუდგინოთ მათ თქვენი მომსახურეობა.

ღონისძიების ორგანიზატორია: გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”

კონფერენციის მხარდამჭერები: თბილისის მერია, USAID – ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში

გამოფენის პარტნიორები: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა.

მედია პარტნიორები: Marketer.ge და რადიო პალიტრა

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით.

პროექტის მენეჯერი: თეონა თავაძე

პროექტის მენეჯერის ასისტენტი: თეონა ბოლოკაძე

e-Mail: [email protected], [email protected]  

ცაზე უპილოტო “სუპერმენი” გამოჩნდა

მონალიზამ თვალი ჩაგვიპაჭუნა?!