in

“ბია” ბიზნესისთვის ინოვაციურ მედია პლატფორმას ქმნის!

29 სექტემბერს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში ბიას ახალი ბრენდის, Business Follower-ის პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი, ინოვაციური პლატფორმის შესახებ, რომლის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს მარტივად, რეალურ დროში თვალი ადევნოს სხვადასხვა მედია საშუალებებში განთავსებულ ინფორმაციას ბიზნეს კომპანიების შესახებ, გაფილტროს ინფორმაცია სფეროს, დროის, მედია წყაროს თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით და შექმნას საკუთარი მედია სივრცე, სადაც მიიღებს მხოლოდ დახარისხებულ და მისთვის საინტერესო ინფორმაციას.

bog
bog-mob

კომპანიის წარმომადგენლები შეძლებენ აკონტროლონ მედიაში გავრცელებული სიახლეები საკუთარი კომპანიის შესახებ, შეაფასონ მედია საშუალებები და ამასთანავე,  განათავსონ და პლატფორმის მეშვეობით გაავრცელონ სიახლეები პარტნიორ მედია საშუალებებში.

პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა ისაუბრეს მედია მონიტორინგის ახალ ინსტრუმენტზეც, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში ინფორმაციის კონტროლის და კონტენტ ანალიზის გამარტივების საშუალებას აძლევს.

Follower-ის ახალი ონლაინ პლატფორმა განკუთვნილია მარკეტერების, პიარ სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს გაეცნოს ბიზნესის ტენდენციებს საქართველოში.

www.follower.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გაეცნოს 100-ზე მეტ ონლაინ სააგენტოში განთავსებულ ინფორმაციას 35,000-ზე მეტი აქტიური კომპანიის შესახებ, რომელიც ბიას ონლაინ ბაზაშია განთავსებული. პლატფორმაზე თავმოყრილი და დახარისხებულია ინფორმაცია 40-მდე კატეგორიის მიხედვით, რაც მარტივად გაფილტვრის საშუალებას იძლევა.

თითოეული კომპანიისთვის შექმნილია პერსონალური გვერდი, სადაც თავმოყრილი და დროის მიხედვით დახარისხებულია მის შესახებ მედიაში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია. კომპანიის შესახებ სიახლეები პარალელურად განთავსდება Bia.ge ვებგვერდზე, იმავე კომპანიის ბიზნეს პროფილზე.

Follower-ის ვებგვერდზე გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დროის დაზოგვის, ანალიზის გამარტივებისა და ბიზნესის რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით შეიქმნა.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” – ახალი რისკების მართვისა და სადაზღვევო სერვისების კომპანია ქართულ ბაზარზე

აქციე შენი იდეა წარმატებულ ბიზნესად