in

ბიზნესის განვითარების ფორუმი – “ახალი საქმიანი კონტაქტებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის “

bde_cover20- 21 სექტემბერს ბიზნესის განვითარების ფორუმზე ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

პროექტის მენეჯერი თეონა თავაძე ამბობს, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენაც.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: ფინანსური სექტორი (ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცები), სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები (მენეჯმენტის, მარკეტინგის, HR -ის, IT -ის მიმართულებით), სადაზღვევო კომპანიები,საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და სხვა.

რაც შეეხება კონფერენციას, რა საკითხები განიხილება?

გამოფენის პარალელურად, პირველ დღეს ჩატარდება კონფერენცია, უცხოელი სპიკერებისა და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენციაზე განხილული იქნება დარგში მიმდინარე აქტუალური თემები : რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა, ზრდისა და განვითარების ტენდენცია ფინანსური სტრუქტურა და ეკონომიკური სტაბილურობა გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში, ფინანსური მენეჯმენტის როლი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დროს, ფინანსური სტრუქტურის განმსაზღვრელი ფაქტორების შედარება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებებსა და მსხვილ ფირმებს შორის, ქვეყნისთვის სპეციფიკური საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი, საქართველოში ინვესტიციის თანმდევი რისკების შეფასება და ინვესტიციების დაცვისთვის საჭირო სტარატეგიების შემუშავება, კულტურული ფაქტორების გავლენა და ზემოქმედება ინვესტორებზე და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, უცხოურ ბაზრებზე მაღალეფექტური საინვესტიციო შესაძლებლობების დიაგნოზირება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – მისი მნიშვნელობა და როლი ბიზნესის განვითარების პროცესში, ცვლილებების მართვა მიზნის მისაღწევად ცვლილებები ორგანიზაციაში სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ და ადამიანური რესურსების დონეზე, კრიზისის მართვა, მარკეტინგული კვლევების როლი ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საკონსულტაციო პროდუქტების მნიშვნელობა პროექტის დაგეგმვის და მონიტორინგის ეტაპზე და მათი ფასეულობა პროექტის წარმატებულად განხორციელებაში. ბრენდის ღირებულება, მარკეტინგული კომუნიკაციის თანამედროვე ტენდეციები – ელექტრონული მედია ტრადიციული მედიის საპირწონედ.

ვინ იქნებიან დელეგატები ან სპიკერები?

სპიკერებს შორის არიან სტეფან რექს ფრიდი, (ლონდონის ბიზნესისა და ფინანსები, სბირკბექის კოლეჯის პროფესორი), შოჰამ ადიზესი, Adizes Institute -ს ვიცე პრეზიდენტი. კონფერენციის დელეგატები იქნებიან: მსხვილი და საშუალო კომპანიების ხელმძღვანელები, მარკეტინგისა და ფინანსური განყოფილების მენეჯერები, დამწყები ბიზნესმენები , საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელ ბიზნესმენთა დელეგაციები და სხვა.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღოსნიძიება, მონაწილეების ან დამთვალიერებლებისთვის?

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ ახალი პროდუქტები, იდეები; დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები სასურველ მომხმარებლებთან, მოამზადონ უნიკალური შეთავაზება დამთვალიერებლებისთვის, ჰქონდეთ შესაძლებლობა პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მიზნობრივ აუდიტორიასთან.

ბოლო დროს ხშირად იმართება პროფესიული კონფერენციები, რატომ იმართება ასეთი ღონისძიებები , რა არის ასეთი მიზანი და რა გავლენას ახდენს მონაწილეების შემდგომ საქმიანობებზე?

ქვეყანაში არსებული კონკურენტული გარემო და, ზოგადად, მომხმარებლის მოთხოვნილებების ზრდა, რა თქმა უნდა განაპირობებს მსგავსი ღონისძიებების, კერძოდ გამოფენების ჩატარების აუცილებლობას, ასევე პროფესიული წრეების შეხვედრების აუცილებლობას და ასეთ შეხვედრებზე გამოცდილების გაცვლასა და სიახლეების გაზიარებას. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, ასევე უკვე არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, გარდა ამისა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიისთვის სარეკლამო და საიმიჯო ფუნქციასაც ატარებს.

მსგავს ღონისძიებებზე ყველაზე მარტივი და ამავდროულად შედეგიანია სასურველ ბიზნეს პარტნიორთან კონტაქტის დამყარება, კონკურენტული გარემოს უკეთ დანახვა და რა თქმა უნდა მომხმარებლის (დამთვალიერებლის) განწყობებისა და მოთხოვნილებების დადგენა. ეს ყოველივე ემსახურება მსგავსი გამოფენების მონაწილე ორგანიზაციების წარმატებულ მომავალს.

ღონისძიების ორგანიზატორია –  გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.  პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, USAID – EPI , ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და განვითარების ასოციაცია , ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი. მედია პარტნიორები- Marketer.ge  და რადიო “პალიტრა” .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

e-Mail: [email protected], [email protected]  

პროექტის მენეჯერი: თეონა თავაძე

პროექტის მენეჯერის ასისტენტი: თეონა ბოლოკაძე

როგორ აღნიშნეს კომპანიებმა “ბიჭის” დაბადება

ატარე “lexus”-ი iPad-ზე