in ,

ბიზნესის განვითარების ფორუმი – ორდღიანი კონფერენცია და გამოფენა თბილისში

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” 20- 21 სექტემბერს ბიზნესის განვითარების ფორუმი გაიმართება.

ორდღიანი ღონისძიება კონფერენციასა და გამოფენას ითვალისწინებს. განიხილება ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები , კომპანიები და ორგანიზაციები კი საკუთარ საქმიანობას წარმოაჩენენ.

პროექტის მენეჯერი თეონა თავაძე ამბობს, რომ ბიზნესის განვითარების ფორუმზე, კონფერენციის ნაწილში განსახილველი საკითხები და სპიკერების ვინაობა უკვე ცნობილია:

  • საქართველოს ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პერსპექტივები – მომხსენებელი საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია
  • საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, ქვეყნისთვის დამახასიათებელი საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი – მომხსენებელი კახა კოხრეიძე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი
  • ინვესტორ და მასპინძელ ქვეყნებს შორის არსებული კულტურათა გავლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მაღალი წარმადობის პოტენციალის დიაგნოსტირება საგარეო საინვესტიციო პერსპექტივებზე – მომხსენებელი ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის დოქტორი სტივ პრიდი
  • ფინანსური სექტორი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმები ფინანსური კრიზისის პერიოდში- მომხსენებელი ჯონ ედვარდ რობინსონი, დიდი ბრიტანეთის სერთიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტის პარტნიორი და თბილისის ოფისის დირექტორი
  • ფინანსური სტრუქტურის განმსაზღვრელი ფაქტორების შედარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, ასევე ქვეყნის მსხვილ კომპანიებში და ფუნქციონირების გაუმჯობესება და ცვლილებების მართვა – მომხსენებელი გიორგი სიმონგულაშვილი, ჯი ი სი კორპორაცია
  • აღმავლობის გზები, საერთაშორისო შედარებითი კვლევის მიგნებები ბიზნესის „დაბადებისა“ და „გარდაცვალების“ მაჩვენებლებზე – მომხსენებელი კაპტო ჯგუფის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩინგიზ აბდულაევი
  • წარმატების კულტურის ჩამოყალიბება – მომხსენებელი ადიზესის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი და ტრენინგებისა და სერთიფიცირების დირექტორი შოჰამ ადიზესი
  • როგორ უნდა გაიზომოს და გაუმჯობესდეს მარკეტინგული მუშაობა – მომხსენებელი თი ბი ეს სი კონსალტინგის დირექტორი პოლ კლარკი

გარდა ამისა იქნება პრეზენტაციები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი / ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა ( BAS )- მომხსენებელი ( BAS ) მენეჯერი საქართველოში სევერიანი ღვინეფაძე/ და აბრიელ ალ–სალემის ფონდის პრეზიდენტის ვიქტორია ოლსკაია.

მასტერ კლასების გარდა იქნება გამოფენა, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები იქნებიან. კონკრეტულად რის შესაძლებლობას იძლევა ეს გამოფენა?

გამოფენაში მონაწილებას შემდეგი კომპანიები მიიღებენ და წარმოაჩენენ თავიანთ საქმიანობას:

  • ჯი პი ეს ჯორჯია
  • ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა – LSBF
  • კაპტო ჯგუფი
  • თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური
  • ამერიკის შეეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა( EPI )
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი ( EBRD )
  • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ( BAS ) პროგრამა
  • თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი
  • “მარკეტერი”
  • “ეი სი თი”
  • ბანკი“რესპუბლიკა“- ჯგუფი“სოსიეტეჟენერალი”
  • თი ბი სი ბანკი
  • ფინკა ბანკი საქართველო
  • მისო „კრისტალი“
  • ბიზნეს საფინანსო კონსალტინგი – BFC
  • ალიანს ჯგუფი კაპიტალი ფინანსური ოფის
  • ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფიალიალი საქართველოში – ტრენინგების  აკადემია
  • კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  • ინოვა
  • მაინდსტრიმი
  • საქართველოს ბანკი ინტეგრირებული ქართული სისტემები
  • ფინა–  FINA
  • კორპორაცია „ჯი-ი-სიდეველოპმენტსი“
  • ოპტიმუსი
  • სარეკლამო ლაბორატორია 919
  • ექსპერტო –კონსალტინგის და მარკეტინგული კვლევების კომპანია
  • კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი

ბევრი ადამიანია დაინტერესებული. თუ არის ცნობილი, სულ რამდენ დელეგატს უმასპინძლებს ექსპო ჯორჯია და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა დაესწრონ კომპანიები ან უბრალოდ დაინტერესებული პირები?

კონფერენციას დაახლოებით, 300 დელეგატი დაესწრება. ესენი არიან ადგილობრივი და უცხოელი დელეგატები. 20 სექტემბერი თავისუფალი დამსწრე აუდიტორიისთვის დახურული იქნება, მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებულ დელეგატებს შეუძლიათ მონაწილეობა. 21 სექტემბერს კი, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ესტუმროს გამოფენას, გაესაუბროს მონაწილეებს და მიიღოს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და კონსულტაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

e-Mail: [email protected], [email protected]

პროექტის მენეჯერი: თეონა თავაძე
პროექტის მენეჯერის ასისტენტი: თეონა ბოლოკაძე

ადიდასმა მარათონელების ენერგია ქვაზე დადო, არბენინა და წინ დაახვედრა

მუტანტი და საუკეთესო რეკლამა