in

საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში 8 ადგილით დაწინაურდა

Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც საქართველო 161 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა.

BOG
BOG

როგორც ფორბსი აღნიშნავს, საქართველოს ელექტროენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით ქვეყანაში მუდმივი ენერგო-დეფიციტი აღმოიფხვრა. დღესდღეობით, ბუნებრივი აირის იმპორტით ქვეყანა რუსეთის მაგივრად, აზერბაიჯანზეა დამოკიდებული.  აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ქვეყანას საკმაოდ დიდ პოტენციალს სძენს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის.

ფორბსი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, განსაკუთრებით კი, ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა. აქვე ვკითხულობთ, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რომელიც სხვადასხვა პროდუქციას სხვა ქვეყნებისგან იძენს, მათ შორისაა ბუნებრივ გაზი და ნავთობიც.

[EXCLUSIVE] ცნობილია ჟიური, რომელიც პრემია „იკას“ გამარჯვებულებს გამოავლენს!

გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“ ჩინურ ენაზე გამოიცა