in

როგორ შეუძლია ბიზნესს შოპინგზე დამოკიდებული ზეტ თაობის დახმარება?

1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2010-იანი წლების დასაწყისამდე დაბადებული ადამიანები – ე.წ. თაობა ზეტი – მრავალი ფინანსური გამოწვევის წინაშე დგანან, უფრო ძვირი საცხოვრებლიდან დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული. ბევრი აჭიანურებს მნიშვნელოვან გეგმებს, როგორიცაა სახლის ყიდვა და საპენსიო დანაზოგი. ამ ასაკობრივ ჯგუფში სმარტფონებზე დამოკიდებულებასა და შესყიდვაზე დამოკიდებულებას შორის კავშირის შესახებ კვლევა ჩატარდა, რომელიც კიდევ უფრო მეტი ფინანსური ზიანის პოტენციალზე მიუთითებს.

ზეტ თაობა შეადგენს გლობალური მოსახლეობის მესამედს და, სავარაუდოდ, ყოველწლიურად ხარჯავს 143 მილიარდ დოლარს. თაობა ზეტის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ უნიკალური ფინანსური უნარები. მაგალითად, ისინი ფინანსურად აზროვნებენ, ზრუნავენ სამომავლო პერსპექტივებზე და აქვთ ანტრეპრენერული აზროვნება.

ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გაზრდილი ეს თაობა უფრო მეტად არის ონლაინ რეჟიმში, ვიდრე სხვები. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ზეტ თაობის 55% იყენებს სმარტფონებს დღეში ხუთი ან მეტი საათის განმავლობაში და 31% თავს არაკომფორტულად გრძნობს, თუ ტელეფონის გარეშე იქნება თუნდაც 30 წუთი ან ნაკლები. გარდა იმისა, რომ სმარტფონები სოციალური ინტერაქციის ძირითადი საშუალებაა, ამ თაობისთვის შოპინგის სულ უფრო პოპულარული ინსტრუმენტია.

ტელეფონებზე ასეთი ძლიერი დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს, როგორც არაჯანსაღი მაჩვენებელილ. ის იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა სტრესი და შფოთვა, ასევე დაკავშირებულია რეალობისგან გაქცევასთან. მომხმარებელთა ამ თაობის სმარტფონებზე დამოკიდებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული ყიდვის აკვიატებულ ქცევასთან.

კომპულსიური ყიდვა არის დამოკიდებულება, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის გრძნობასთან, ზიანთან და განმეორებად სურვილთან, შეიძინოს პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს იაფი და უსარგებლო. ეს შესყიდვები ჩვეულებრივ ხდება ფინანსური შედეგების გათვალისწინების გარეშე.

განწყობის მართვა

კვლევის მონაცემები შეგროვდა უმაღლეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხული 18-დან 24 წლამდე ასაკის სტუდენტების გამოკითხვით. მკვლვრები ვარაუდობენ, რომ არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს კავშირს სმარტფონებზე დამოკიდებულებასა და აკვიატებული ყიდვის ქცევას შორის ამ ასაკობრივ ჯგუფში.

პირველ რიგში, სმარტფონებზე დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდებმა შეიძლება გამოიყენონ ეს მოწყობილობები უსიამოვნო განწყობის სამართავად და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებისთვის. მეორე მხრივ, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს „ნაკადის მდგომარეობაში“, რაც ნიშნავს, რომ ისინი მთლიანად არიან ჩაფლული აქტივობით – ამ შემთხვევაში, ტელეფონზე დათვალიერებით. მათ ეს სიამოვნებთ და კარგავენ დროის შეგრძნებას.

ასეთი მყიდველები განიცდიან განწყობის მოკლევადიან გაუმჯობესებას შესყიდვის დროს, რაც მოქმედებს როგორც წამახალისებელი, რომ გააგრძელონ ყიდვა. გარდა ამისა, ონლაინ შოპინგი ადამიანებს საშუალებას აძლევს იყიდონ ნივთები ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სმარტფონები შეიძლება იყოს ძალიან მარტივი გზა Gen Z-ის კომპულსიური მყიდველებისთვის, რათა დააკმაყოფილონ საყიდლების უკონტროლო სურვილი. მაშ, რა შეიძლება გაკეთდეს მათ დასახმარებლად, რომ დაზოგონ ფული თავიანთი ფინანსური მომავლის უზრუნველსაყოფად?

შესაძლო გადაწყვეტილებები

ზეტ თაობის ასეთ წარმომადგენლებს ესაჭიროებათ დახმარება ამ ჩვევის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებით, მიმდინარე ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში. ამ დახმარებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა. საჯარო დაწესებულებებს, განსაკუთრებით განათლებაში ჩართულებს, შეუძლიათ შეიმუშაონ პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სმარტფონებზე დამოკიდებულების რისკების შესახებ. სათანადო ფინანსური განათლება უნდა იყოს სტანდარტი ამ თაობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფზე.

რა უნდა მოიმოქმედონ კომპანიებმა? ბუნებრივია, სასაცილოდ ჩანს იმის მოლოდინი, რომ კომპანია გაყიდვების ზრდაზე სმარტფონზე დამოკიდებულების პრობლემის მოგვარების გამო იტყვის უარს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობა.

მაგალითად, საცალო მოვაჭრეებს შეუძლიათ შეიმუშაონ ალგორითმები თაობა ზეტის ასაკის მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის იძულებითი ყიდვის ქცევით და მათთვის შემოიღონ შეზღუდვა დახარჯული ფულის ოდენობაზე. ონლაინ მაღაზიებისა და ბრენდების ამგვარმა მიზანმიმართულმა ქმედებებმა შეიძლება ამ კომპანიების მიმართ დადებითი განწყობა მნიშვნელოვნად გააძლიეროს.

დღესდღეობით, საცხოვრებლის დანახარჯი უკვე მთავარი საზრუნავია ზეტ თაობისთვის. სოციალურად პასუხისმგებლიანი მარკეტინგული აქტივობა ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა ხარჯვის კულტურის დანერგვის მიზნით და ამ გზით, ეკონომიკურ ეფექტიანობასაც შეუწყოთ ხელი და ახალგაზრდა თაობასაც დაეხმაროთ, პრობლემის მოგვარებაში.

 

წყარო: fastcompany

ნახეთ: ფოტოებში ასახული ძველი იტალიური რიტუალები

Nestlé მსოფლიოში ყველაზე ფართო პაკეტს გთავაზობთ