in

Business Insights Navigating the Future – ღონისძიება პროკრედიტ ბანკის ინიციატივით ჩატარდა

პირველად საქართველოში, ექსკლუზიურად პროკრედიტ ბანკის, VISA-ს და Axel-ის კლიენტებისთვის, პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის, ღონისძიება Business Insights Navigating The Future ჩატარდა. შეხვედრა სასტუმრო სტამბაში, არაფორმალური თოქების ფორმატში გაიმართა და 250+ სტუმარი გააერთიანა.

ღონისძიების სცენა გამორჩეულ სპიკერებს და დარგის ექსპერტებს დაეთმო და მათ აუდიტორიას თავის გამოცდილება, ხედვა და ის ინსაითები გაუზიარეს, რაც ერთგვარ შთაგონებას აძლევს მსმენელს, თუ როგორ მოახდინოს ნავიგაცია ცვალებად და გლობალურ ბიზნეს სამყაროში, გარემოში, რომელიც ასეთი დინამიური და სწრაფად განვითარებადია.

არაფორმალური თოქების ფორმატში ფოკუსი გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიც არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მომავალი, მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის, ბიზნესის და ბრენდის განვითარება, თიმ ბილდინგი, გზა სტარტაპიდან მასშტაბირებამდე, მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადახდო ტექნოლოგიებში და სხვა.

პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორმა, ალექს მატუამ, თავის სამოტივაციო გამოსვლაში, ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ევროპული ღირებულებები, როგორც მდგრადი განვითარების და წარმატების გარანტი.

ღონისძიების სტუმრებს ქონდათ შესაძლებლობა, ქართველ და უცხოელ სპიკერებთან ერთად, მოესმინათ ლეო ინსტიტუტის თანადამფუძნებლისა და ლეო მეთოდოლოგიის თანაავტორის – სემი კოენის გამოსვლა თემით ‘Team Level of Consciousness’.

ღონისძიებაზე ქინოუთ სპიკერებმა შემდეგ თემებზე ისაუბრეს: სემი კოენი, Leo Institute-ის თანადამფუძნებელი – Team Level of Consciousness, ალექს მატუა, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი – European Values and Sustainable Success, ნათია გავარდაშვილი, VISA-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი კავკასიის რეგიონში – Disruption in Payment Tech.

შეხვედრამ სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას თავიანთი უნიკალური გამოცდილებაც გაუზიარეს: გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის პარტნიორი – Journey from Startup to Scale-up: Critical Points, ერეკლე ზურმუხტაშვილი, Leavingstone-ის CEO – Marketing Magic: Unleashing Strategies for Success, ვალერიან გეგიძე, Gegidze CA-ს დამფუძნებელი – The Future of Work, ანა რობაქიძე, Theneo-ს  დამფუძნებელი და CEO – Navigating the AI Revolution: Transforming Startups, Corporations, and Society, გიორგი მიქაია, Crosty-ის დამფუძნებელი: Future Brand from the scratch.

„პროკრედიტ ბანკი, როგორც ევროპული საბანკო ინსტიტუტი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, უკვე 25 წელია ბიზნესის განვითარების სტაბილური მხარდამჭერია საქართველოში და ყოველთვის აზიარებს თავის საერთაშორისო საბანკო გამოცდილებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ჩვენს თითოეულ კლიენტზე ზრუნვაა, შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმნათ სწორედ მათთვის, ისეთი, რომელიც საინტერესოც იქნება და ღირებულიც“, განაცხადა  პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამარ ვაჩნაძემ.

[პარტნიორის კონტენტი]

ბეკო და ეისერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად

ჰაპტიკური ხელთათმანით ვირტუალურ სამყაროს შეიგრძნობთ!