3 ნოემბერს, პროკრედიტ ბანკის, VISA-ს და აქსელის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება – Business Insights: Navigating the Future. შეხვედრა არაფორმალური თოქების ფორმატში ჩატარდება და 250+ დამსწრეთა შორის გააერთიანებს პროკრედიტ ბანკის, VISA-ს კლიენტებსა და პარტნიორებს და აქსელის წევრ ანგელოზ ინვესტორებს. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა ინდუსტრიების ლიდერებს, ბიზნესის მფლობელებს და გაიზიარონ გამოცდილება, გაცვალონ იდეები და დაამყარონ ბიზნეს კავშირები.
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ქართველ და უცხოელ სპიკერებთან ერთად, მოისმინონ ლეო ინსტიტუტის თანადამფუძნებლისა და ლეო მეთოდოლოგიის თანაავტორის – სემი კოჰენის გამოსვლა, თემით – Team Level of Consciousness.
გამორჩეული სპიკერები, დარგის ექსპერტები და ლიდერები გააზიარებენ თავის გამოცდილებას, ხედვას და იმ ინსაითებს, რაც ფასდაუდებელ შთაგონებას მისცემს მსმენელს, თუ როგორ მოახდინონ ნავიგაცია ცვალებად და გლობალურ ბიზნეს სამყაროში, გარემოში, რომელიც ასეთი დინამიური, სწრაფი და მუდმივად განვითარებადია.არაფორმალური თოქების ფორმატში ფოკუსი იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მომავალი, მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის, ბიზნესის განვითარება, თიმ ბილდინგი და გუნდის მშენებლობა, გზა სტარტაპიდან მასშტაბირებამდე.
პროკრედიტ ბანკის და VISA-ს ქინოუთ სპიკერები, თავის სამოტივაციო გამოსვლაში, ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც მდგრადი განვითარების და წარმატების გარანტი და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადახდო ტექნოლოგიებში.
წარმოგიდგენთ სპიკერებს:
- ალექს მატუა, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი – European Values and Sustainable Success
- გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის პარტნიორი – Journey from Startup to Scale-up: Critical Points
- ნათია გავარდაშვილი, ბიზნესის განვითარების დირექტორი კავკასიის რეგიონში – Disruption in Payment Tech
- ერეკლე ზურმუხტაშვილი, Leavingstone-ის CEO – Marketing Magic: Unleashing Strategies for Success
- ვალერიან გეგიძე, Gegidze CA-ს დამფუძნებელი – The Future of Work
- ანა რობაქიძე, თენეოს დამფუძნებელი და CEO – Navigating the AI Revolution: Transforming Startups, Corporations, and Society
- გიორგი მიქაია, Crosty-ის დამფუძნებელი – Future Brand from the scratch
[პარტნიორის კონტენტი]