in

ბიზნეს ინტერნეტბანკი – ბიზნესისთვის გაზრდილი შესაძლებლობები

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ბიზნესს სხვადასხვა ტიპის წინაღობა შეექმნა, ბევრმაც კი სრულიად სხვაგვარად განაგრძო ბაზარზე ოპერირება. იმისთვის, რომ ბიზნესების ფუნქციონირება კვლავაც ეფექტური და წარმატებული ყოფილიყო, გაჩნდა საჭიროება, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესებს სხვადასხვა საბანკო-საფინანსო სერვისები დისტანციურ რეჟიმში მიეღოთ. ეს შეეხებოდა იმ ბიზნესებსაც, რომლებიც ოპერირებას სწორედ ახლა იწყებენ.

ყველაფერ ამაზე „საქართველოს ბანკმა“ იფიქრა და გადაწყვიტა, ბიზნესებისთვის ინტერნეტბანკის ფუნქციონალი გაეუმჯობესებინა. „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკიდან დღეს კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციების (ანგარიშის ონლაინ გახსნა, ანგარიშების მართვა, დოკუმენტების დადასტურება და ა.შ) განხორციელება, რადგანაც ეს ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. თანაც, „საქართველოს ბანკი“ ბიზნესებს ახლა უკვე შესაძლებლობას აძლევს ანგარიში „ონლაინ“ გახსნან და სახელფასო მოდულითაც ისარგებლონ. თუ რას მოიცავს ეს ორი ფუნქციონალი, ამაზე ქვემოთ უფრო დეტალურად გიამბობთ;

„ონლაინ“ ანგარიშის გახსნა ბიზნესებს საშუალებას აძლევს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყოველგვარი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე რეგისტრაცია „ონლაინ“ განახორციელონ. ამ გზით ბიზნესებს საკმაოდ უმარტივდებათ პირველი ნაბიჯების შეუფერხებლად გადადგმა.

და მაინც, რა უნდა იცოდეთ „ონლაინ“ ანგარიშის გახსნის შესახებ, განსაკუთრებით თუკი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ?

  • ანგარიშის გახსნა შესაძლებელია, „ონლაინ“ პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდან
  • არ არის საჭირო დამატებითი დოკუმენტების ატვირთვა
  • ანგარიშთან ერთად ბიზნესი ისარგებლებს სრული ბიზნეს პაკეტით – ბიზნეს ინტერნეტბანკით, ბიზნეს ბარათით და შეტყობინების სერვისით
  • ანგარიშის რეგისტრაციისთვის საჭიროა; ge-ზე დირექტორის ავტორიზაცია, კომპანიის შესახებ რამოდენიმე ველის შევსება და დადასტურება
  • მათთვის ვისაც საჯარო რეესტრში კომპანიის რეგისტრაციისას „საქართველოს ბანკი“ აქვს მონიშნული, ბიზნესპაკეტს 6 თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ

ინტერნეტბანკში, როგორც ვახსენეთ, კიდევ ერთი ფუნქციონალია სახელფასო მოდული, რომელიც ამარტივებს ისეთ საბანკო ოპერაციებს, როგორებიცაა: ხელფასების ჩარიცხვა, საშემოსავლოს გადახდა, თანამშრომლებისათვის ბარათის შეკვეთა, ყველა ქართულ ბანკში ხელფასის გადარიცხვა; უფრო დეტალურად კი:

  • თანამშრომლების დამატება სიაში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
  • ხელფასების მოცულობისა და ჩარიცხვის პერიოდულობის კონტროლი
  • სახელფასო ბარათების შეკვეთა თანამშრომლებისთვის ისე, რომ ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდეთ
  • დასაქმებულების რაოდენობისა და სახელფასო ბიუჯეტის აღრიცხვა
  • სახელფასო გადარიცხვის შექმნისთანავე, ბიზნეს ინტერნეტბანკი იქვე გთავაზობთ ავტომატურად დათვლილი საშემოსავლო გადასახადის დაფარვასაც და ამისთვის დამატებითი დავალების შექმნა არ არის საჭირო
  • და პირველად საბანკო სივრცეში, შესაძლებელია ხელფასები მარტივად ჩაურიცხო სხვა ბანკის მომხმარებლებსაც
  • ავტომატური ოპერაციები გეხმარებათ, წინასწარ განსაზღვროთ შესასრულებელი გადარიცხვები და დაზოგო დროთ

ხოლო იმისთვის, რომ ვირტუალურ სივრცეშიც მარტივად ნახოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ანალიზი, ხარჯები, პროგნოზები და თქვენსავე ბიზნესზე მორგებული რჩევები, ბიზნეს ინტერნეტბანკი ბიზნესის ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალსაც გთავაზობთ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მათ, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურს, ან უბრალოდ სურს, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი სერვისით „ონლაინ“ ისარგებლოს, მხოლოდ და მხოლოდ, საჭიროა, ეწვიოთ ბიზნეს ინტერნეტბანკის „ვებგვერდს“და მარტივად გაიაქტიუროთ ის „ონლაინ“.

 

[R]

Aptera-ს მზის ენერგიის მანქანას დატენვა არ სჭირდება

მაღალი მოდის ახალი კონცეფტუალური ქართული ბრენდი „ასტუტი“