in

როგორ ინარჩუნებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ბიზნესლიდერები?

პანდემიის გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლეა, თუმცა, მანამდე, სულ მცირე რამდენიმე თვე კიდევ არის გასავლელი

პანდემიამ ბევრ ბიზნესს დააკარგინა ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი. ასე იყო AdVenture Media Group-ის შემთხვევაშიც. კომპანიის დამფუძნებელმა ისააკ რუდანსკიმ, სულ რამდენიმე კვირის გახსნილი საოფისე სივრციდან დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა თანამშრომლები. პირველსავე სამ კვირაში მან ადამიანური რესურსის 35% დაკარგა. საკუთარ თავს ოპტიმისტს უწოდებს, თუმცა, ასეთ დროს ნამდვილად რთული იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა. დეპრესიამ და სტრესმა ყველაფერი გადაფარა. ის განვლილ ხუთ წელიწადზე, გამარჯვებებსა და მარცხზე დაფიქრდა, ძალები მოიკრიბა და წინსვლა განაგრძო. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, თვალი გადავავლოთ, მაინც როგორ უმკლავდებოდნენ ბიზნესლიდერები ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს, გაცნობიერების პრაქტიკის დახმარებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

საკუთარი შეგრძნებების გაცნობიერება

შფოთვასა და გადაწვას რომ ვერ აუარა გვერდი, კომპანია Silk and Sonder-ის დამფუძნებელმა, პროგრამისტმა მეჰა აგრავალმა თერაპია და მედიტაცია სცადა, თუმცა, უშედეგოდ. საბოლოოდ, ემოციების გამოსაშვებად, წერას მიმართა. მიდგომამ გაამართლა. კალმისა და ფურცლის ხელში დაჭერა, სტრესისა და შფოთვის შემცირების წინაპირობად იქცა.

აარონ სტერნლიხტი ნიუიორკული კომპანია Family Addiction Specialist-ის თანადამფუძნებელი და თერაპევტია. ის რეკომენდაციას უწევს წერას, როგორც საკუთარ ემოციებზე დაკვირვების საშუალებას. ესაა პრაქტიკა, რომელსაც შეუძლია აღმოგაჩენინოთ შფოთვისა და ტრიგერების მიზეზები და უკუკავშირის შემუშავებაში დაგეხმაროთ.

ნდობა სხვა ადამიანებისადმი

ანგელა ფიკენი ბოსტონელი ფსიქოთერაპევტია. ის პირადი ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს და აღნიშნავს, რომ ბიზნესლიდერებს ხშირად აქვთ პრობლემები, ამ კუთხით. პანდემიამ კი, ეს გამოწვევა კიდევ უფრო გაამწვავა. პრობლემასთან გასამკლავებლად, აგრავალმა შექმნა კომუნა, რომლის წევრებიც ერთმანეთს საკუთარ ველნეს გამოცდილებას უზიარებდნენ.

სხვა ადამიანებთან საუბარი, მათზე დაყრდნობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ ჩვენი სიმპათია და ემოციები იმასთან დაკავშირებით, რა გზასაც გავდივართ. ის გვცლის დაღლილობისგან და გვამშვიდებს.

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა

ტორი ფარლეი კომპანია Better Than Belts-ის თანადამფუძნებელია. ის მკითხველთა კლუბს შეუერთდა, სადაც მკითხველებს საკუთარი აზროვნების მიმართულების შეცვლას და ავთენტური ცხოვრების ფსიქოლოგიის შესწავლას ასწავლიან. თავდაპირველად, ფარლეის ვერ გადაეწყვიტა წაეკითხა თუ არა წიგნი თვითგანვითარებაზე, თუმცა მაინც სცადა და როგორც აღმოჩნდა, შედეგიც გამოიღო. მისი ხედვა ამ პრაქტიკამ მნიშვნელოვნად შეცვალა. ახლა ის აღარ ერიდება აკვარელით ხატვას დილაობით, რაც მას შემოქმედებითად ხარჯავს და ეს განცდა მთელი დღის განმავლობაში მიყვება. ტორის თქმით, მას აღარ სურს დღე ელექტრონული ფოსტის შემოწმებით დაიწყოს.

საკუთარ თავს სულ მცირე დროც რომ დაუთმოთ, ეს დიდ შედეგს მოგცემთ. იგრძნობთ, რომ ზრუნავთ საკუთარ თავზე და ეს თვითშეფასებას, ემოციურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ უყვარს მიდგომა “ყველაფერი ან არაფერი”. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ სამომავლოდ, საყვარელი საქმით აუცილებლად დაკავდებით, მანამდე კი, გრძელი ღამეები მხოლოდ საქმისთვის უნდა ათენოთ. სინამდვილეში, სწორედ სიცოცხლით ტკბობა დაგეხმარებათ პროდუქტიულობის გაზრდასა და გამოსავლის ადვილად პოვნაში.

 

წყარო: inc.



ნახეთ: მიტოვებული ტაძრების ნანგრევების მშვენიერება

Wikipedia საკუთარი კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ, გადასახადის დაწესებას გეგმავს