ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ერთიანი პლატფორმა — ბიზნეს მენეჯერი წარადგინა. ციფრული პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს სერვისებს, რომლითაც ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია სარგებლობა და მისი გამოყენება ორგანიზაციის ეფექტურ მართვაში, მონაცემების მოგროვებაში, ანალიტიკასა და ბიზნესის განვითარებაში.
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
გიორგისთან ერთად, მარტივად ვსაუბრობთ ბიზნეს მენეჯერზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად გასაგებად აგიხსნათ, ვის როგორ, სად და რატომ შეგიძლიათ ახალი პლატფორმის გამოყენება თქვენი ორგანიზაციის განსავითარებლად.