in

ბიზნეს-გეგმა, რომელიც ყოველთვის მუშაობს

წარმოიდგინეთ, რა სწრაფად შრება მელნის კვალი ფურცელზე. ზუსტად ასეთივე სისწრაფით ძველდება ყველა ის ტრადიციული ბიზნეს-გეგმა, რომელიც „გვიხსნის“, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს მომავალში. ჩათვალეთ, რომ ასეთი დოკუმენტი, უბრალოდ, გადასაგდებია. სამწუხაროდ, წინ ვერც კომპანია მიდის.

ტრადიციულ ბიზნეს-გეგმას „სწორება“ გონებაზეა. დოკუმენტში მხოლოდ იმაზეა საუბარი, მომავალში რას მოიფიქრებენ და გააკეთებენ დამფუძნებლები. როგორც წესი, შედეგი ერთია – გეგმა უბრალოდ არ მუშაობს. არა და, თითქოს, კომპანია უნდა განვითარებულიყო და კიდევ უფრო წარმატებული გამხდარიყო. ტრადიციული ბიზნეს-გეგმა ხომ, კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, კარგად გააზრებული, ანალიტიკური და სრულყოფილი დოკუმენტია?! რატომ არის ასეთი ბიზნეს-გეგმა „უსიცოცხლო“ ?! პასუხი მარტივია. დოკუმენტი, რომელიც ლოგიკაზე, ნააზრევზე და წარმატების „ვნებასა“ და მიზეზებზეა ორიენტირებული, უკვე გუშინდელი დღეა.

თანამედროვე ბიზნეს-გეგმა აბსოლუტურად განსხვავებულია. მთავარი აქ „გული”, გამოცდილება და პირადი დამოკიდებულებაა. აი, ასეთი დოკუმენტით მოხდება არა მხოლოდ ერთჯერადი დადებითი ცვლილება კომპანიაში, არამედ, მომავალშიც ამ მიმართულებით „ივლის“ ორგანიზაცია.

არსებობს ცნება „ოცნების ოთახი“. აქედან ბიზნეს-გეგმამდე ერთი ნაბიჯია. წარმოიდგინეთ, „ოცნების ოთახი“ არის ბიზნესი, ოღონდ ლოგისტიკის გარეშე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ „აშენებთ“კომპანიას?“, „ბოლოს ვინ დარჩება „მოგებული“? “, „რას მოუტანს თქვენი ორგანიზაციის განვითარება და წარმატება ქვეყანას?“. მხოლოდ ამ საკითხების გააზრების შემდეგ შეძლებთ ისეთი ტაქტიკური გეგმის შედგენას, რომელიც რეალურ შედეგს მოგიტანთ.

რეალურად, სხვაობა ტრადიციულ ბიზნეს-გეგმასა და „მუშა“ დოკუმენტს შორის თქვენს აზრებსა და დამოკიდებულებაშია. სწორედ თქვენი მიდგომა, განწყობა, დამოკიდებულება და ურთიერთობა მოგცემთ რეალურ შედეგს და ისეთ დოკუმენტს შექმნით, რომელიც კომპანიას წინ „წაიყვანს”.

წყარო: www.inc.com



GreenHill Residence – საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები ერთ კომპლექსში

TESLA-მ სმარტფონის დასატენი მოწყობილობა გამოუშვა!